Today - 03 Nov
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Accounting, Inventory Management Accounting - Industry / Field: Construction
Building Materials - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1500
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Administration / Business Management
Accounting, Inventory Management Accounting - Industry / Field(Desired):Construction
Building Materials - Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.
ჩვენი მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია სს „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული და პროფესიული უნარები:
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენი მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია სს „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების რაოდენობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და სახარჯი მასალების მოძრაობის მონიტორინგი და აღრიცხვა;
- წარმოების ოპერაციებისა და ფაქტობრივად გამოყენებული ნედლეულის აღრიცხვა;
- წარმოების ფაქტობრივი მაჩვენებლების დამუშავება, გადამოწმება და ანალიზი;
- ნედლეულისა და მასალების ხარჯვის ნორმატივების შედგენასა და განახლებაში მონაწილეობა;
- ფაქტობრივი დანახარჯების დადგენილ ნორმატივებთან შედარება და გადახრების გამოვლენა;
- მასალების ჩამოწერისთვის საჭირო მონაცემებისა და შესაბამისი აქტების მომზადება;
- ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- მზა პროდუქციის აღრიცხვა და საწყობიდან გაცემის პროცესის კონტროლი;
- კლიენტებისთვის გადაცემული პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და შესაბამის დოკუმენტაციასთან გადამოწმება;
- საწარმოო ნახაზების წაკითხვა და მათ საფუძველზე საჭირო მონაცემების დამუშავება;
- საწარმოო და სააღრიცხვო მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
- წარმოების აღრიცხვასთან, დაგეგმვასა და კონტროლთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება — სასურველია ტექნიკური, საინჟინრო, ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით;
- საწარმოო, სააღრიცხვო, დაგეგმვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- მონაცემების დამუშავების, ანგარიშგების მომზადებისა და ანალიზის უნარი;
- საწარმოო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- მასალების ხარჯვის ნორმატივებთან მუშაობის ცოდნა ან შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საწარმოო ან სასაწყობე აღრიცხვის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- მონაცემებთან და ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
- რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები);
- ბენეფიტი: კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი–წითელი ხიდის გზატკეცილის მე-17 კმ;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/d6bR82Tc
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Administration / Business Management
Accounting,
Inventory Management Accounting
Views
Unique views
