Today - 31 Oct
Standard
Head of the Infrastructure and Logistics Service
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Other
  • Industry / Field: Health Care Hospital & Health Care
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Logistics / Transport Other
  • Industry / Field(Mandatory):
    Health Care Hospital & Health Care
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი პოზიციაზე

დასახელება: ინფრასტუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი

მომწოდებელი: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა N9
გამოქვეყნდა: 02/10/2026 ბოლო ვადა: 14/10/2026
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ 2013 წლიდან უზრუნველყოფს 20 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.

მოვალეობები:
  • ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
  • ცენტრის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ნივთობრივი მდგომარეობის შეფასება და ექსპლუატაციის კონტროლი;
  • ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ორგანიზება;
  • განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და კონტროლი;
  • შესაბამისი პირების მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • ლოჯისტიკური პროცესის ხარჯეფექტური და ხარისხიანი მართვის სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
  • ცენტრის ქონებისა და მატერიალური რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობისა და წლიური გეგმის/სტრატეგიის შესრულების კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობისა და ცენტრის შინაგანაწესის შესაბამისად, სხვადასხვა სათათბირო ორგანოების (საბჭოები, კომისიები) წევრობა;
  • სხვა სამსახურებრივი ფუნქციებისა და დავალებების შესრულება, რაც არ ეწინააღმდეგენა მოქმედ კანონმდებლობას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ადმინისტრაციული ან ოპერაციული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცონა;
  • პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს- gchokhonelidze@moh.gov.ge
Logistics / Transport
Other
Views
Unique views