Today - 30 Oct
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Purchases
Procurement Management - Industry / Field: Retail
Retail, Wholesale - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3500 - 4500
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Purchases
Procurement Management - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail, Wholesale - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian,English,Russian
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების პერსპექტივა;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- თანამშრომლობა კვალიფიციურ გუნდთან;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- FitPass;
სამუშაოს აღწერა:
- ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა;
- მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;
- საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;
- მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;
- შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
- შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია;
- შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
- სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
- ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით
- გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ფოკუსირება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის მართვა;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:00 სთ;
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვერა
ანაზღაურება: 3500 - 4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026 წ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი“.
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
Purchases
Procurement Management
Views
Unique views
