Today - 29 Oct
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Tourism/Entertainment
Reservation - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 2999
- Additional benefits: Health insurance,Corporate mobile number
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Educational programs: Business Administration, Marketing, Economics
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
"Cargo Polo" აცხადებს ვაკანსიას Booking Department Specialist-ის პოზიციაზე.
"Cargo Polo"არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ.
კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.
2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.
კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.
მოვალეობები:
- საზღვაო ხაზებთან ბუქინგების განთავსება და მართვა;
- ბუქინგების სტატუსებისა და ვადების კონტროლი;
- გემების განრიგების (sailing schedules) მონიტორინგი;
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გადამოწმება;
- Shipping Instructions-ისა და Bill of Lading-ის ინფორმაციის კონტროლი;
- კონტეინერების მოძრაობისა და შესაბამისი ვადების მონიტორინგი;
- საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- ინფორმაციის სწორად და დროულად ასახვა კომპანიის სისტემაში;
- ბუქინგებთან დაკავშირებული პრობლემებისა და ცვლილებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუქინგების მიმართულებით;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (C1) - წერილობით და ზეპირად;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სახელფასო განაკვეთი - 3000 ლარიდან გამოცდილების შესაბამისად.
კონკრეტული მითითებული გამოცდილების გარეშე კანტიდატის რეზიუმე არ განიხილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com
Tourism/Entertainment
Reservation
Views
Unique views
