Today - 28 Oct
Standard
Head of Sales
Tbilisi, Saburtalo, S. Tsintsadze st.
Application information
Email: hr@europanels.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Management - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: (+ Bonus)
- Additional benefits: Health insurance,Corporate mobile number,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Sales
Sales Management - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: English,Russian,Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „ევრო პანელ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე
ძირითადი მოვალეობები
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა: კომპანიის ბიზნეს-მიზნებიდან გამომდინარე, გაყიდვების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
- გუნდის მართვა და მოტივაცია: გაყიდვების მენეჯერებისთვის ეფექტური საბონუსე სისტემისა და გუნდური აქტივობების შემუშავება, რომლებიც ორიენტირებული იქნება გუნდის მიერ მაქსიმალური შედეგების მიღწევაზე;
- თანამშრომლების პროფესიული განვითარება: გუნდის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა (გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ტექნიკების დახვეწა), ასევე ახალი თანამშრომლების ეფექტური ინტეგრაციის მართვა.
- სამუშაო პროცესის ეფექტურობის კონტროლი: გაყიდვების გუნდისთვის ინდივიდუალური და საერთო მიზნების დასახვა, ყოველდღიური აქტივობების მონიტორინგი და შედეგების მუდმივი შეფასება (KPI-ების საფუძველზე);
- სამშენებლო ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი, სამიზნე კლიენტებისა და ობიექტების განსაზღვრა;
- სტრატეგიული კლიენტებისა და პროექტების მართვა პირველი კონტაქტიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე;
- დეველოპერებთან, გენერალურ კონტრაქტორებთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
- ფასდათვლის, კომერციული შეთავაზებების და ტექნიკური შეთანხმების პროცესის კონტროლი;
- გაყიდვების შედეგებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და მართვის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების მიმართულების ეფექტიანობის შეფასება და განვითარებაზე ზრუნვა.
- გაყიდვების ფაიფლაინის, მომხმარებელთა ბაზისა და ყოველდღიური აქტივობების სისტემატური აღრიცხვა, კონტროლი და ანალიზი;
- გუნდის შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
სავალდებულო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ B2B გაყიდვებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- პროექტული გაყიდვების, ხელშეკრულებებისა და მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება;
- გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის ან მენტორობის გამოცდილება; სამშენებლო ბაზრის ცოდნა;
- CRM-ისა და MS Excel-ის გამოყენების უნარი;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
- ლიდერული უნარები, კომერციული აზროვნება და შედეგზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ
- სამედიცინო დაზღვევას;
- კორპორატიულ ნომერს;
- თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- Fitpass-ს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@europanels.ge ან https://buildsmart.ge/job-apply/gayidvebis-khelmdzghvaneli/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134 სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — „გაყიდვების ხელმძღვანელი“.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
Sales
Sales Management
Views
Unique views
