Next
Today - 28 Oct
Call center operator
Tbilisi, Gldani, Bochorishvili st.
Application information
Email: hr@spacecargo.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Call center - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Transportation/Trucking/Railroad - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 800
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Administration / Business Management
Call center - Industry / Field(Mandatory):Transportation, Logistics & Supply Chain
Transportation/Trucking/Railroad - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია სფეის კარგო აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სფეის კარგო არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალ ზარებსა და წერილებზე დროული პასუხი;
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- შესაბამისი საკითხების პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
- გადამისამართებული საკითხების შემდგომი მონიტორინგი;
- მომხმარებლებთან ეფექტური, თავაზიანი და პოზიტიური კომუნიკაცია;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი: 14:00–21:00;
შაბათი: 11:00–17:00;
თვეში 2 შაბათი სამუშაო, 2 შაბათი — დასვენება;
შესვენება — 1 საათი.
სამუშაო ადგილი:
თბილისი, გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის N8.
ანაზღაურება:
- საწყისი ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს.
- თანამშრომლის სამუშაო შედეგების, პასუხისმგებლობისა და განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა:
- 3 თვის შემდეგ — 1 000 ლარამდე;
- მომდევნო 3 თვის შემდეგ — 1 200 ლარამდე.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;
- განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- ლოგისტიკის სფეროში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge
მნიშვნელოვანია: ელ.ფოსტის Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“. სხვა სათაურით გამოგზავნილი განაცხადის იდენტიფიცირება შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Administration / Business Management
Call center
Views
Unique views