Today - 27 Oct
ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Administrative Assistance
  • Industry / Field: Consumer Products and Services Food & Beverages
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Administration / Business Management Administrative Assistance
  • Industry / Field(Mandatory):
    Consumer Products and Services Food & Beverages
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: English
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • დოკუმენტბრუნვის წარმოება;
  • ლოგისტიკის დეპარტამენტის საოპერაციო/ადმინისტრაციული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელის სამუშაო დღის ორგანიზება და ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია: შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტირება, რეპორტინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ანგარიშების/რეპორტების მომზადება, მათ შორის ERP სისტემაში;
  • საჭიროების შემთხვევაში პერიოდული ვიზიტები საწყობ(ებ)ში/ლოგისტიკურ ცენტრ(ებ)ში სამუშაო პროცესების მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებისა და შეფასების მიზნით;
  • საწყობებში ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების კონტროლი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • ერთ-ერთ პროექტში პროდუქტის ნაშთების კონტროლი, აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • დოკუმენტებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • MS Office;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Apply (On another website)
Administration / Business Management
Administrative Assistance
Views
Unique views