Today - 22 Oct
Gardener
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Cleaning Cleaning
  • Industry / Field: Recreation & Travel Recreational Facilities & Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1520

Employer requirement:

  • Experience is desired: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Desired):
    Cleaning Cleaning
  • Industry / Field(Desired):
    Recreation & Travel Recreational Facilities & Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას მეეზოვის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 1,520 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაღის ტურისტული ბილიკების, ძირითადი და დამხმარე (სამეურნეო) გზების დასუფთავება;
  • სანაგვე კონტეინერების დასუფთავება;
  • სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემის მოვლა-პატრონობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

შერჩევის მეთოდები:
სატელეფონო გასაუბრება;
ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მეეზოვე).

*** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
Cleaning
Cleaning
Views
Unique views