Today - 02 Oct
Standard
Internship in the Finance Department (Procurement)
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Financial Management
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორების შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე- 2 (ორი) ერთეულზე..
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
  • საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ;
  • თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის დებულება.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
  • სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • ინგლისურ ენას (სასურველი);
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
  • დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის კულტურა
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • ტექნიკური უნარ-ჩვევები
  • ინიციატივის გამოვლენა
  • კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:
  • გაეცნოს საფინანსო დეპარტამენტის, შესყიდვების განყოფილების და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში.
  • გაეცნოს განყოფილების დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
  • შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვების კანონი, კანონქვემდებარე აქტები, გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცემულ მითითებებსა და რეკომენდაციებს;
  • გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას (https://procurement.gov.ge/);
  • შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, ბრძანებების პროექტები და სხვა).
  • გაეცნოს ტენდერის წინამოსამზადებელ პროცედურებს, როგორიცაა ტექნიკური დავალების გადამოწმება/სისტემატიზაცია, ბაზრის კვლევა, ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზი და სხვა;
  • მონაწილეობა მიიღოს ტენდერის ჩატარების საჭირო სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების შედგენაში;
  • სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას მონაწილეობა მიიღოს სატენდერო წინადადებების განხილვა შეფასებაში, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადებაში;
  • ზედამხედველობის ქვეშ მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები;
  • შეისწავლოს გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის)ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
  • მოამზადოს კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპოდენციაზე წერილობითი პასუხები;
  • განახორციელოს, განყოფილების ხელმძღვანელის დავალებით, დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოები;
  • შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
  • CV;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;.
ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 3 ( სამი) თვე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.
აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე. ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების განყოფილებაში.

Accounting / Finance
Financial Management
Views
Unique views