Today - 02 Oct
Standard
Restoration Department Restorer
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Training courses/Educational programmes Education (general)
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Seniority level: Senior-Level
  • Education level(s): High School, Bachelor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორის შტატგარეშე პოზიციაზე (1 ვაკანსია) კანდიდატის შესარჩევად
ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორისშტატგარეშე პოზიციაზე ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1180 (ათს ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტს მოეთხოვება:
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
  • უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
  • კომპიუტერული უნარები;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორის შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტების სადეზინფექციო, საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება (ფოტო - ტექსტური დოკუმენტაციის მომზადება, გაწმენდა, ფურცლის, ყდის რესტავრაცია, აკინძვა, ყდაში ჩასმა, ყდის ტონირება);
  • პერიოდული გამოცემების აკინძვა-რესტავრაცია;
  • რესტავრირებული დოკუმენტების მომზადება საგამოფენოდ;
  • ფოტოპირული წიგნების აკინძვა და ყდაში ჩასმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორი“;

Training courses/Educational programmes
Education (general)
Views
Unique views