24 Sep - 15 Oct
Chemistry teacher
Kutaisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Chemistry, Secondary education
  • Industry / Field: Education Primary/Secondary Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Part-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Science / Education Chemistry, Secondary education
  • Industry / Field(Mandatory):
    Education Primary/Secondary Education
  • Education level(s): Doctor, Master, Bachelor
  • Languages: English,Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი სკოლა პროგრესი მასწავლებელთა გუნდში ეძებს ქიმიის მასწავლებელს, ქალაქ ქუთაისში.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.
გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

დატვირთვა: კვირაში 6 საათი.
თანამდებობის დასახელება: ქიმიის მასწავლებელი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, დ. აღმაშენებლის N20.
გრაფიკი: არა სრული

ფუნქციები და მოვალეობები:
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას;
  • მაქსიმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე;
  • სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;
  • ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;
  • ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს და მოსწავლის მუშაობას;
  • შესაბამისი საგნის პროგრამის ფარგლებში კვალიფიციურად უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვასა და სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნების განხორციელებას ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • წარმოადგენს წლიურ სამუშაო გეგმას, შესაბამისი საგნის სასწავლო პროგრამას/სილაბუსს სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებამდე გონივრულ ვადაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლესთან;
  • იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
  • იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;
  • იცავს სკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;
  • სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქისმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

საჭირო სასწავლო მასალითა და მეთოდოლოგიური ლიტერატურით მასწავლებელს უზრუნველყოფს სკოლა.

მოთხოვნები:
  • აკადემიურ სფეროში ან კერძოდ მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის დონეზე ცოდნა (სასურველია B1);
  • ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება;
  • თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით.

პირობები:
  • საათობრივი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და სტატუსზე.
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება დამატებითი შესარჩევი ეტაპები:
  • გასაუბრება და საჩვენებელი გაკვეთილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოგზვანეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge; სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქიმიის მასწავლებელი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

კანდიდატების შერჩევა და გასაუბრებები დაიწყება განაცხადების შემოსვლისთანავე.
შესაბამისად, ვაკანსია შესაძლოა შეივსოს განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდეც. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ნუ გადადებთ CV-ის გამოგზავნას.

სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები შეინახება და დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით!

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
Science / Education
Chemistry,
Secondary education
Views
Unique views