23 Sep - 22 Oct
Head of Tax Audit Department
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Auditing
  • Industry / Field: Finance Financial Services
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance

Employer requirement:

  • Experience is desired: Experience from 5 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Accounting / Finance Auditing
  • Industry / Field(Desired):
    Finance Financial Services
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PKF Georgia აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ვეძებთ პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს საგადასახადო აუდიტის მიმართულებას, უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მაღალ სტანდარტს და ხელს შეუწყობს დეპარტამენტის განვითარებასა და ზრდას.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00-18:30
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3

ძირითადი მოვალეობები:
  • საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • საგადასახადო აუდიტისა და საგადასახადო შემოწმებების პროექტების ხელმძღვანელობა;
  • კლიენტებისთვის საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • საგადასახადო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილებების მონიტორინგი და მათი გავლენის შეფასება;
  • საგადასახადო საკითხებზე პროფესიული კონსულტაციების გაწევა;
  • აუდიტორული გუნდის მართვა, სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • საგადასახადო აუდიტის ანგარიშებისა და სხვა პროფესიული დოკუმენტაციის მიმოხილვა;
  • კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
  • დეპარტამენტის ბიზნეს-განვითარებაში მონაწილეობა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • კომპანიის შიდა პროფესიული და ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის, სამართლის ან შესაბამის სფეროში;
  • საგადასახადო აუდიტის, საგადასახადო კონსულტაციის ან აუდიტის სფეროში მინიმუმ 5 წლის პროფესიული გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო აღრიცხვის კარგი ცოდნა;
  • საგადასახადო აუდიტის პროექტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და ლიდერული გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსის სისტემას;
  • საერთაშორისო პროფესიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ ,,ბუღალტერი’’.
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს ფი ქეი ეფ კაიზენის (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;
Accounting / Finance
Auditing
Views
Unique views