Today - 22 Oct
Category Manager
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Product Category Management
  • Industry / Field: Manufacturing Food Production
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1500
    (+ Bonus)

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales Product Category Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Food Production
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, Other, High School
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „ასორტი“ 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია „ასორტი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 6 სამუშაო დღე)
გრაფიკი: 12:00 – 20:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები:
  • ფილიალებში პროდუქციის მარაგების, ნაშთების და მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი;
  • ფილიალების მიერ განხორციელებული შეკვეთების ყოველდღიური კონტროლი, შეკვეთის პროცესში არსებული პრობლემების გამოვლენა და პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფილიალებში პროდუქციის დეფიციტის ყოველდღიური მონიტორინგი, ჭარბი ნაშთების დროული გამოვლენა, საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ერთი ფილიალიდან მეორეში გადანაწილების კოორდინაცია;
  • პროდუქციის ჩამოწერის რისკის ყოველდღიური მონიტორინგი, ჩამოწერების მაჩვენებლის შემცირების მიზნით ფილიალებთან კომუნიკაცია;
  • ფილიალების შეკვეთებისა და პროდუქციის მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
  • ფილიალების მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია მარაგების, შეკვეთების და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
  • ფილიალებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება;
  • პროდუქციის გაყიდვების დინამიკის ყოველდღიური მონიტორინგი და მარაგების ოპტიმიზაციის რეკომენდაციის მომზადება;
  • ყოველდღიური კონტროლის შედეგების სისტემატური რეპორტირება, დეფიციტის, ჭარბი ნაშთების, ჩამოწერების, პროდუქციის გადანაწილებისა შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office Excel, Fina).

უნარები:
  • პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ(ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge , წერილის თემის გრაფაში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება - კატეგორიის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
Sales
Product Category Management
Views
Unique views