Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Consulting and Advisory - Industry / Field: Consumer Products and Services
Vehicles - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Desired):Sales
Sales Consulting and Advisory - Industry / Field(Desired):Consumer Products and Services
Vehicles - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი : საქართველოს ფოსტის სათავო ოფისი.
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ძირითადი ფუნქციები:
- ახალი პოტენციური კორპორატიული მომხმარებლის მოძიება და მოზიდვა;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების/პროდუქტის შეთავაზება;
- კომერციული წინადადებების, პრეზენტაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია;
- კორპორატიული მომხმარებლის მოთხოვნებისა და მიმდინარე საკითხების მართვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
- გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
- ახალი პროდუქტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ტენდერების მიმართულებით და გადაზიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილების მქონდე კანდიდატს;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში - შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს
„გაგზავნა“: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=3116
ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge

