22 Sep - 02 Oct
Tender for the procurement of premium-class New Year gift boxes
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales B2B Sales Strategy and Management, B2C sales
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ვებსერვისი აცხადებს ტენდერს პრემიუმ კლასის საახალწლო სასაჩუქრე ბოქსების შესყიდვაზე

სასაჩუქრე ბოქსების სამიზნე აუდიტორია
სასაჩუქრე ბოქსები განკუთვნილია მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელი პირებისა და მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორებისთვის. შესაბამისად, საჩუქრის კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს პრემიუმ სეგმენტის აუდიტორიას.

ბოქსის შიგთავსი
ბოქსის კონკრეტული შიგთავსი წინასწარ განსაზღვრული არ არის. ტენდერში მონაწილე კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს პროდუქციის კომბინაცია. შიგთავსი შესაძლებელია მოიცავდეს:
  • პრემიუმ საკონდიტრო და დელიკატესების პროდუქტებს;
  • მაღალი ხარისხის ჩაის ან ყავის პროდუქტებს;
  • გასტრონომიულ პროდუქტებს;
  • პრემიუმ აქსესუარებს;
  • საოფისე/სამუშაო აქსესუარებს;
  • lifestyle კატეგორიის პროდუქტებს;
  • საახალწლო დეკორატიულ ელემენტებს;
  • პერსონალიზებულ ნივთებს;
  • ქართული წარმოების პრემიუმ პროდუქტებს;
  • სხვა შესაბამის და კრეატიულად შერჩეულ პროდუქტებს.

აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს სავალდებულო პროდუქციის სიას. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული პროდუქციის თითოეულმა ელემენტმა გაამართლოს თავისი ადგილი საერთო კონცეფციაში.

სატენდერო წინადადებაში წარსადგენი მასალა
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
  • კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია და შესაბამისი გამოცდილების აღწერა;
  • ბოქსის სრული შიგთავსის ჩამონათვალი;
  • პროდუქციის წარმოშობის/ბრენდის შესახებ ინფორმაცია, სადაც ეს რელევანტურია;
  • ერთი ბოქსის ღირებულება და ფასში შემავალი ყველა ხარჯის დეტალური ჩამონათვალი;
  • ტრანსპორტირების/მიწოდების ღირებულება თბილისის მასშტაბით, თუ ცალკე არის განსაზღვრული;
  • გადახდის პირობები;

რაოდენობა
  • სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა: 50 ბოქსი.
  • საბოლოო რაოდენობა შესაძლოა დაზუსტდეს ტენდერის გამარჯვებულ
  • კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.
  • უპირატესობა მიენიჭება ისეთ კონცეფციებს, რომლებიც იქნება ორიგინალური,
  • თანამედროვე და არასტანდარტული, თუმცა ამავდროულად რეალურად
  • წარმოებადი და კომერციულად განხორციელებადი.

ტენდერში მონაწილეობის წესი
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა შემოთავაზება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: projects@webservice.ge
გამოგზავნილ შეთავაზებაში გთხოვთ, მიუთითოთ: Subject:​ „საახალწლო სასაჩუქრე ბოქსები - სატენდერო წინადადება“
Sales
B2B Sales Strategy and Management,
B2C sales
Views
Unique views