Today - 21 Oct
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Consulting and Advisory, Wholesale Sales, Retail Sales, Customer service - Industry / Field: Retail
Retail, Wholesale - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Trainings and the opportunity for professional growth,Discounts in our/partner companies,Bonuses and incentives
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): Other, Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „ორგსერვისი" — საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, იწვევს გუნდში ენერგიულ და მოტივირებულ წევრებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ხელოვნება, საკანცელარიო სამყარო და ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა!
სამუშაო პირობები და გრაფიკი
პუნქტი
აღწერა
- სამუშაო განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გრაფიკი
- 5-დღიანი სამუშაო კვირა, 8-საათიანი სამუშაო დღე (+ 1 საათი შესვენება) სამუშაო დღეები და საათები დინამიურია.
- სამუშაო ლოკაციები
- *ილ. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ (HOMEMART) *ალ. ყაზბეგის გამზ. #28 (KOH-I-NOOR)
ანაზღაურება და ბენეფიტები
- გამჭვირვალე ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (საშუალო რეალური შემოსავალი: 900 - 1200 ლარი, ხელზე ასაღები / Net)
- გამომუშავებული ბონუსი: გაყიდვების შედეგების მიხედვით
- სწავლება/ადაპტაცია (1-3 თვე): სრულად ანაზღაურებადი პირველივე დღიდან
- ზეგანაკვეთური შრომა: სრულად ანაზღაურებადი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად
- ჯანმრთელობის დაზღვევა: კორპორაციული სადაზღვევო პაკეტი
- თანამშრომლის ფასდაკლება: ექსკლუზიური კორპორაციული ფასდაკლება საერთაშორისო ბრენდების სამხატვრო და საკანცელარიო სრულ ასორტიმენტზე
- პროფესიული ზრდა: წამყვანი მსოფლიო ბრენდების პროდუქციის სიღრმისეული შესწავლა, უფასო შიდა ტრენინგები და მასტერკლასები
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლის თავაზიანი, პროფესიონალური მომსახურება და საჭიროებებზე მორგებული კონსულტაციის გაწევა
- სამხატვრო და საკანცელარიო პროდუქციის მახასიათებლების, ტექნიკებისა და გამოყენების წესების შესწავლა
- სავაჭრო დარბაზის მოწესრიგება, პროდუქციის მიღება და სწორი განლაგება (მერჩენდაიზინგი)
- ფასმაჩვენებლების სიზუსტისა და თაროებზე ნაშთების მუდმივი კონტროლი
- სალარო და სასაწყობო პროგრამაში ოპერაციების წარმოება (პროგრამის სწავლება ხდება ადგილზე). დაიწყება სწავლება/ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად)
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (უცხოელ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის)
- სასაწყობო/საცალო სავაჭრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- სამხატვრო ან საკანცელარიო სფეროს საბაზისო ცოდნა/ინტერესი (ჩაითვლება მნიშვნელოვან პლუსად)
პიროვნული თვისებები
- გამართული და თავაზიანი ვერბალური კომუნიკაცია
- გუნდური მუშაობის უნარი და კეთილგანწყობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დინამიურ გარემოში ადაპტაციისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
როგორ მოგვმართოთ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@orgservice.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ: „გაყიდვების კონსულტანტი — [სასურველი ლოკაცია: ვაკე ან საბურთალო]".
Sales
Sales Consulting and Advisory,
Wholesale Sales,
Retail Sales,
Customer service
Views
Unique views
