Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Bar Management, Coffee Brewing and Barista Skills, Bartending and Mixology - Industry / Field: Recreation & Travel
Restaurant/Cafe/Bar - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Seniority level: Mid-Level
- Education level(s): High School
- Languages: Georgian,English
Walkers Espresso Bar-ში ვეძებთ ბარისტას
თუ გიყვარს ყავა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა მეგობრულ გარემოში მუშაობა, შეიძლება სწორედ შენ გეძებდეთ.
რას გთავაზობთ:
• სრული განაკვეთი — 8 საათიანი სამუშაო დღე
• კვირაში 5 სამუშაო დღე
• მცოცავი გრაფიკი, რომელიც მაქსიმალურად ერგება ბარისტას სურვილებსა და შესაძლებლობებს
• საათობრივი ანაზღაურება + ბონუსი
• საშუალო შემოსავალი: 1200–1700 ლარი — საბოლოო თანხა დამოკიდებულია შენს სამუშაო საათებსა და შედეგზე
• ყავის მომზადებისა და ჩვენი შიდა სტანდარტების სრულ ტრენინგს ადგილზე გაივლი — გამოცდილებასთან ერთად აქაც ბევრ ახალ უნარს შეიძენ
რას ველით შენგან:
• პასუხისმგებლობას და საქმისადმი ყურადღებიან დამოკიდებულებას
• სტუმრებთან კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის სურვილს
• სასურველია, გქონდეს გამოცდილება კაფეში, ბარში ან მსგავს სფეროში, თუმცა კარგი დამოკიდებულება და სწავლის სურვილი ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Walkers-ში ადამიანმა თავი უბრალოდ „სამსახურში“ არ იგრძნოს — გვინდა, გვყავდეს კარგი გუნდი, სადაც ერთმანეთის დახმარება და ნორმალური სამუშაო გარემო ყოველდღიური ამბავია.