Today - 18 Oct
Standard
Lathe operator
Tbilisi, Lilo
Application information
Phone: +995558682122

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Engineering Manufacturing Engineering, Mechanical Engineering, Other
  • Industry / Field: Manufacturing Metal and steel production
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Providing transportation,Free meal

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Engineering Manufacturing Engineering, Mechanical Engineering, Other
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Metal and steel production
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


„ფოლადის სახლი“ 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.


კომპანია „ფოლადის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ხარატის პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • CNC Lathe დანადგარზე დეტალების დამზადება ტექნიკური ნახაზის მიხედვით.

  • დანადგარის მომზადება სამუშაოსთვის — ინსტრუმენტების, დეტალისა და პარამეტრების დაყენება.

  • CNC პროგრამის გაშვება და საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მცირე კორექტირებების შეტანა.

  • დამზადებული დეტალების ზომებისა და ხარისხის კონტროლი.

  • დანადგარის ყოველდღიური მოვლა და სამუშაო ადგილის უსაფრთხო მდგომარეობის უზრუნველყოფა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ხარატად მუშაობის გამოცდილება, სასურველია CNC Lathe დანადგარებზე.

  • CNC პროგრამების, G-code-ის და M-code-ის საბაზისო ცოდნა.

  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ზომების სწორად გაგების უნარი.

  • საზომი ხელსაწყოების — მიკრომეტრი, შუბლერი და სხვა — გამოყენების ცოდნა.

  • პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.


ვაკანსიის პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ლილო
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდართული
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@poladissakhli.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995558682122


ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ფოლადის სახლი“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.


თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;

  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;

  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.


თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: iuristi@poladissakhli.ge

ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14)

Engineering
Manufacturing Engineering,
Mechanical Engineering,
Other
Views
Unique views