Today - 16 Oct
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Universal Banking Services - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Banking
Universal Banking Services - Education level(s): High School, Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვა(MSME მიმართულება)
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგაში ვეძებთ MSME გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვის გუნდის ლიდერს.
შენ მოხვდები Agile გუნდში, რომელიც ზრუნავს MSME მომხმარებლებისთვის სესხის გაცემის შემდგომი პროცესების ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვაზე. შენი მთავარი მიზანი იქნება გუნდთან ერთად მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, პროცესების გამარტივება და განვითარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნა.
ეს არის როლი, სადაც მნიშვნელოვანია როგორც ადამიანების მართვა და განვითარება, ისე პროცესების მიმართ სისტემური ხედვა, შედეგზე ორიენტირებულობა და სხვადასხვა გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
ვის ვეძებთ:
- თუ გაქვს გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;
- თუ გაქვს მომხმარებელთან დაკავშირებული პროცესების მართვისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
- თუ შეგიძლია პროცესების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;
- თუ გაქვს KPI-ების და შედეგების მართვის გამოცდილება და შეგიძლია გუნდის მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
- თუ შეგიძლია სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან ეფექტური კომუნიკაცია და საერთო მიზნის გარშემო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია დამოუკიდებლად და რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობის აღებას არ ერიდები;
- თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და მუდმივი გაუმჯობესების კულტურის შესაქმნელად, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის.
შენ იქნები:
MSME სესხის გაცემის შემდგომი პროცესების გუნდის ლიდერი, რომელიც მუშაობს Agile მიდგომებით და ზრუნავს გუნდის ეფექტიან მუშაობაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სესხის გაცემის შემდგომი პროცესების მუდმივ განვითარებაზე.
შენ ხელს შეუწყობ გუნდში Scrum-ის პრინციპების ეფექტურად გამოყენებას, სამუშაოს პრიორიტეტიზაციას, გამჭვირვალე დაგეგმვასა და მუდმივი გაუმჯობესების კულტურის ჩამოყალიბებას.
შენ დაგევალება:
- MSME სესხის გაცემის შემდგომი პროცესების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა Agile/Scrum მიდგომების გამოყენებით;
- გუნდის მიზნების, KPI-ების და მომსახურების სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
- გუნდის Backlog-ის მართვა, სამუშაოების პრიორიტეტიზაცია და ბიზნეს ღირებულების გათვალისწინებით ამოცანების დაგეგმვა;
- MSME მომხმარებლების After-Sales პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, გამარტივება და ეფექტიანობის ზრდაზე ზრუნვა;
- პროცესებში არსებული გამოწვევებისა და bottleneck-ების იდენტიფიცირება, მათი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება;
- მომხმარებელთან დაკავშირებული რთული და არასტანდარტული შემთხვევების/ესკალაციების მართვა;
- პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამის შიდა გუნდებთან თანამშრომლობა და ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია;
- ყველა დაკავშირებულ სტეიკჰოლდერთან აქტიური კომუნიკაცია, ინფორმაციის გაზიარება და საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა;
- პროცესებისა და გუნდის შედეგების ანალიზი, ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა;
- After-Sales მიმართულებაში არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე ზრუნვა;
- პროცესების ავტომატიზაციისა და ციფრული გადაწყვეტილებების განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა;
- ამოცანების შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
კვალიფიკაცია
- გუნდის მართვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებელთა მომსახურების, After-Sales, Operations ან დაკავშირებულ პროცესებში მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების ანალიზისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
- KPI-ების, SLA-ების და შესრულების შედეგების მართვის გამოცდილება;
- მონაცემების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სხვადასხვა ფუნქციურ გუნდთან და სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- პრობლემების იდენტიფიცირების, მიზეზების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;
- საკუთარი და გუნდის საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
- ტექნიკურ გუნდთან და Agile გარემოში (Scrum/Kanban) მუშაობის გამოცდილება;
- ინიციატივიანობა, შედეგზე ორიენტირებულობა და ცვლილებების მართვის უნარი;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BVR_h
Apply (On another website)
Banking
Universal Banking Services
Views
Unique views
Other jobs at company

