Today - 16 Oct
გარე გაყიდვების აგენტი
Batumi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Sales Development and Strategy, Sales Management
  • Industry / Field: Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Suitable for students: Yes
  • Languages: Georgian
ჩვენს შესახებ:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში.
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ- ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაოს მდებარეობა:
ბათუმი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები(კარფურის ფილიალი, ბათუმი მოლი, მეტრო სითი, ბათუმის ბულვარი, პარკები და სხვა)

ჩვენ გთავაზობთ:
საათობრივ ანაზღაურებას - სრული განაკვეთი (8 საათი) დარიცხული 114,4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი (4 საათი) - დარიცხული 57,2 ლარი დღეში;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს : ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00);
მინიმუმ 12 საათი კვირაში

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
  • ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • მოქალაქეებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
  • ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან და შინაგანაწესის დაცვა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
  • ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმი’’
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებას!

Sales
Sales Development and Strategy,
Sales Management
Views
Unique views