Next
15 Sep - 14 Oct
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Auto-moto
Restoration/painting of the facade - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Free meal,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Auto-moto
Restoration/painting of the facade - Industry / Field(Desired):Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): High School, Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ქოლორისტის პოზიციაზე, თბილისში.
გამარჯობა. მე ვარ თეონა, Gorgia-ს დეკორაციის კატეგორიის მენეჯერი. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ლაქ-საღებავი და შპალერი. ამ ეტაპზე ვეძებ აქტიურ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს ქოლორისტის და კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ ვართ წამყვანი კომპანია საღებავების მიმართულებით, შესაბამისად თქვენ გექნებათ შანსი მიიღოთ ცოდნა საღებავებზე და ფერების დამზადებაზე. ასევე, წარმატებული კადრები მიგვყავს ქარხანაში ცოდნის გასაღრმავებლად. გპირდებით, რომ 3 თვეში შეგასწავლით ბრენდის სრულ ასორტიმენტს და გახდებით კვალიფიციური კადრი საღებავების მიმართულებით. აუცილებლად დაგასწრებთ მომწოდებლის მიერ დაორგანიზებულ ყველა ტრენინგს.
მთავარია გიყვარდეს გაყიდვები, ხალხთან კომუნიკაცია და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
გორგია არის ადგილი, სადაც შრომა და მოტივაცია აუცილებლად ფასდება.
გელოდები... წინ ბევრი სიახლე და საინტერესო გამოცდილება გელოდებათ.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ბენეფიტები:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- საღებავის აპარატის მოვლა, ყოველდღიური ჩამოწმენდა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- ფერის დამზადება, საღებავის ბაზების ნაშთების პერიოდული კონტროლი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- სრული ზოგადი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Auto-moto
Restoration/painting of the facade
Views
Unique views