Today - 13 Oct
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Art / Media
Graphic Design - Industry / Field: Retail
Retail, Wholesale - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Free meal,Fitness and wellness programs,Discounts in our/partner companies,Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Art / Media
Graphic Design - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail, Wholesale - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other, Incomplete High School
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. რ. აგლაძის N51.
სამუშაო აღწერილობა:
- მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისათვის ვიზუალური მასალების შემუშავება (ბანერები, პოსტერები, ფლაერები, კატალოგები და სხვა);
- სოციალური მედიისთვის შინაარსობრივი ვიზუალების შექმნა და განახლება;
- ვებ-გვერდისთვის გრაფიკული მასალების დამუშავება;
- ოფისში ბრენდირებული სივრცეების, სარეკლამო სტენდის, მანიშნებლების დიზაინის კონცეფციის შემუშავება;
- მერკეტინგის გუნდისთვის ბაზარზე არსებული ტენდენციების გაცნობა და შეთავაზება;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
- მიღებული ბრიფის დათქმულ ვადებში შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign) მაღალ დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრეატიულობა;
- ინიციატივის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაგალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit-pass-ს;
- უფასო კვებას;
- ფასდაკლებას ჰიპერმარკეტის პროდუქციაზე.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@modus.com.ge
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.
Art / Media
Graphic Design
Views
Unique views
