14 Sep - 29 Sep
Head of Employee Experience and HRBP
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Human resources HR Analytics, HR Business Partnering, HR Strategy Banking Other
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 5 to 7 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Human resources HR Analytics, HR Business Partnering, HR Strategy
    Banking Other
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Banking
  • Seniority level: Senior-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - თანამშრომელთა გამოცდილებისა და თანამშრომელთა გამოცდილების და HRBP-ის განყოფილების უფროსი.

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: თანამშრომელთა გამოცდილებისა და თანამშრომელთა გამოცდილების და HRBP-ის განყოფილების უფროსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
ვაკანსიის დედლაინი: 2026 წლის 28 სექტემბერი

კრედო ბანკი ეძებს გამოცდილ ადამიანური რესურსების მართვის ლიდერს, რომელიც უხელმძღვანელებს თანამშრომელთა გამოცდილების და HRBP-ის მიმართულებებს და ადამიანური კაპიტალის მართვის ინიციატივებს კონკრეტულ ბიზნესშედეგებთან დააკავშირებს.

ამ პოზიციაზე თქვენ შექმნით და განავითარებთ თანამშრომლის სრული გამოცდილების ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოს, მართავთ HRBPის გუნდს და ითანამშრომლებთ ბიზნესის ლიდერებთან მაღალი ჩართულობის, კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის კულტურის გასაძლიერებლად.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • თანამშრომლის სრული გამოცდილების მართვა — თანამშრომლის მოზიდვიდან, შერჩევიდან და ორგანიზაციაში ინტეგრაციიდან მის განვითარებამდე, საქმიანობის შეფასებამდე, ჩართულობასა და შენარჩუნებამდე;
  • თანამშრომლის გამოცდილების გზის რუკის შექმნა და მუდმივი გაუმჯობესება;
  • თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების კვლევების, თანამშრომელთა ლოიალურობის მაჩვენებლის, უკუკავშირებისა და სამსახურიდან წასვლის ინტერვიუების შედეგების ანალიზი;
  • თანამშრომელთა გამოცდილებასთან დაკავშირებული რისკებისა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • ადამიანური რესურსების პროცესებისა და მომსახურების გაუმჯობესების ინიციირება მონაცემებსა და თანამშრომელთა უკუკავშირზე დაყრდნობით;
  • თანამშრომელთა გამოცდილების კვარტალური კომიტეტის ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კოორდინაცია;
  • თანამშრომელთა მოტივაციისა და შენარჩუნების ინიციატივებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შემუშავება;
  • საკვანძო თანამშრომლების იდენტიფიცირებისა და შენარჩუნების პროცესის მხარდაჭერა;
  • HRBP გუნდის სტრატეგიული მართვა, განვითარება და შედეგების მონიტორინგი;
  • ციფრულ, ტექნოლოგიურ და სხვა ბიზნესმიმართულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • ორგანიზაციული ცვლილებებისა და გარდაქმნის პროცესების მხარდაჭერა;
  • ლიდერების კონსულტირება და პროფესიული მხარდაჭერა ადამიანების მართვის, საქმიანობის შეფასებისა და გუნდის განვითარების საკითხებზე;
  • განყოფილების სტრატეგიული მიზნების, პროექტებისა და შედეგიანობის ძირითადი მაჩვენებლების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან მონათესავე მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • ადამიანური რესურსების სფეროში მენეჯერულ პოზციიაზე მუშაობის მინიმუმ 5–7 წლიანი გამოცდილება;
  • ბიზნესთან პარტნიორობის ან/და თანამშრომელთა გამოცდილების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და ადამიანების განვითარების გამოცდილება;
  • HRBP თანამედროვე მოდელებისა და პრაქტიკების სიღრმისეული ცოდნა;
  • ორგანიზაციული ცვლილებებისა და გარდაქმნის პროცესებში მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემების ანალიზისა და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

უნარები და ცოდნა:
  • სტრატეგიული და ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება;
  • ადამიანური რესურსების მართვის გადაწყვეტილებების ბიზნესმიზნებთან დაკავშირების უნარი;
  • ძლიერი ლიდერული და ადამიანების განვითარების კომპეტენციები;
  • ემპათია და მაღალი ემოციური ინტელექტი;
  • გავლენის, კომუნიკაციისა და პროფესიული მხარდაჭერის ძლიერი უნარები;
  • ცვლილებების მართვისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
  • მონაცემების მკაფიოდ გაანალიზებისა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენის უნარი.

თუ გსურთ გავლენა მოახდინოთ როგორც თანამშრომლების ყოველდღიურ გამოცდილებაზე, ისე ორგანიზაციის გრძელვადიან წარმატებაზე, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროფესიული ბიოგრაფია და შემოუერთდით კრედო ბანკის გუნდს.

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Apply (On another website)
Human resources
HR Analytics,
HR Business Partnering,
HR Strategy
Banking
Other
Views
Unique views