Today - 13 Oct
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Construction
Painting Works - Industry / Field: Construction
Construction Design Design - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Construction
Painting Works - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction DesignDesign - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, College, Doctor, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
Basic Elements Solutions წარმოადგენს 15-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის მოწყობის კომპლექსურ მომსახურებას — პირველადი ტექნიკური დამუშავებიდან საბოლოო ინსტალაციამდე. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროექტის თითოეული ეტაპის მაღალი სტანდარტებითა და სიზუსტით შესრულებას.
ვეძებთ პროფესიონალ მღებავს, შიდა და გარე სამუშაოებისთვის, მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის შესაღები ზედაპირების დამუშავების გამოცდილება, ასევე საღებავების შერჩევისა და დატანის სხვადასხვა ტექნიკის კარგი ცოდნა.
მოვალეობები:
მოთხოვნები:
განაცხადის მიღების პირობები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ge.careers@bes-me.com გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Spray Painter".
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პულვერიზატორით მღებავის (Spray Painter) პოზიციაზე.
ვეძებთ პროფესიონალ მღებავს, შიდა და გარე სამუშაოებისთვის, მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის შესაღები ზედაპირების დამუშავების გამოცდილება, ასევე საღებავების შერჩევისა და დატანის სხვადასხვა ტექნიკის კარგი ცოდნა.
მოვალეობები:
- ზედაპირების შესაღებად მომზადება (ჩამოფხეკვა, ზუმფარით დამუშავება, ღრმულების ამოვსება, წებოვანი ლენტის აკვრა, დაგრუნტვა);
- საღებავისა და ლაქის დატანა შესაბამისი ინსტრუმენტებისა და აპარატურის გამოყენებით;
- საღებავების ფერების შერჩევა-შეხამება და საჭირო მასალის მოცულობის განსაზღვრა/გამოთვლა;
- სამუშაო ზონის დაცვა საღებავის შხეფებისგან, ავეჯისა და ინტერიერის დეტალების შეფუთვა;
- სხვადასხვა ზედაპირისთვის (ხე, ლითონი, გალესილი კედელი და ა.შ.) შესაბამისი საღებავის/გრუნტის შერჩევა და დამუშავების ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო იარაღებისა და აპარატურის მოვლა-დასუფთავება და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა ქიმიურ ნივთიერებებთან (საღებავები, გამხსნელები) და სიმაღლეზე (ხარაჩოებზე) მუშაობისას.
მოთხოვნები:
- პულვერიზატორით ღებვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- საღებავების ტიპების, შეზავების ტექნიკისა და დატანის მეთოდების კარგი ცოდნა;
- მასალების სპეციფიკაციების ცოდნა და ფერების შერჩევა-შეზავების პრაქტიკა;
- სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის გამოცდილება;
- მოძრაობის კარგი კოორდინაცია და დეტალებისადმი მაღალი ყურადღება;
- სხვადასხვა გარემოსა და პირობებში მუშაობის უნარი;
- საბაზისო მათემატიკური უნარების ქონა, მასალების ხარჯთაღრიცხვისა და ოდენობის განსასაზღვრად.
განაცხადის მიღების პირობები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ge.careers@bes-me.com გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Spray Painter".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "BES" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Construction
Painting Works
Views
Unique views
