Today - 10 Oct
Standard
Warehouse Worker
Tbilisi, Didube, Agladze st.
Tbilisi, Lilo, Kakheti Highway (Lilo)
Application information
Email: career@modus.com.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field: Construction
Building Materials Retail Retail - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1200(+ Bonus)
- Additional benefits: Free meal,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field(Desired):Construction
Building Materials RetailRetail - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): High School, Bachelor, Incomplete High School
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე ქ. თბილისში. მის: კახეთის გზატკეცილი N65, რ. აგლაძის 51 (დიდუბე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის დატვირთვა-ჩამოტვირთვა;
- შეკვეთების მოძიება და გამზადება;
- პროდუქციის სწორად დალაგება და მოწესრიგება;
- საწყობში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური დატვირთვის უნარი და მზაობა;
- დეტალებზე დაკვირვების უნარი;
- დისციპლინირებულობა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას - 1200 ლარი + ბონუსი;
- ხელფასის ზრდის შესაძლებლობას;
- უფასო კვებას;
- fit-pass-ში ჩართვის შესაძლებლობას.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: ,,საწყობის დამხმარე’’ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@modus.com.ge
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views
