11 Sep - 10 Oct
Corporate Sales Manager
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field: Manufacturing Paper & Forest Products
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Paper & Forest Products
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

“პალიტრა ჰოლდინგი“-ს წევრი კომპანია „კრიალა“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

„კრიალა“ ქართული საწარმოო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა სახის ჰიგიენურ ქაღალდს, ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდსა და სხვა ჰიგიენურ პროდუქტებს. კომპანია წარმოებაში იყენებს გადამუშავებულ ქაღალდსაც, რაც მის საქმიანობას გარემოსდაცვითი მიმართულებითაც გამოარჩევს.
კომპანია აქტიურად ავითარებს ბიზნესთან თანამშრომლობის მიმართულებას. სწორედ ამ მიზნით, გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაზე, არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი კორპორატიული დამკვეთების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების პროცესის მართვა;
  • გაყიდვების დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა პასუხისმგებლობების ფარგლებში;
  • გაყიდვების სოფტში აღრიცხვიანობა;
  • გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
  • რეპორტების მომზადება დამკვეთისთვის;
  • ბაზრის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და კონკურენტული გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • CRM ან გაყიდვების აღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • აქტიური;
  • მიზანსწრაფული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00სთ.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views