05 Sep - 05 Oct

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Warehousing
  • Industry / Field: Retail Retail Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Free meal,Fitness and wellness programs

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): High School
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე, რუსთავის ფილიალში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას.
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება/განთავსება;
  • მიღებული შეკვეთის სწორად და სწრაფად გამზადება;
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება;
  • ტრაილერის დაცლა;
  • შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

საქმიანობის ადგილი: გორგიას რუსთავის ფილიალი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე ცვლაში 09:30 - 18:30 / 13:00 - 22:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Apply (On another website)
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views