04 Sep - 03 Oct
Social Media Manager
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Social Media Management
  • Industry / Field: Retail Retail Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Free meal,Fitness and wellness programs

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 2 to 3 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Marketing/Public Relations (PR) Social Media Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
    Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000 -ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალური მედიის (Facebook; Instagram) სტრატეგიის შემუშავება, განვითარება და განხორციელება;
  • სოციალური მედიისთვის შესაბამისი ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და შექმნის პროცესის მართვა;
  • Meta Ads-ის სარეკლამო კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი;
  • ბრენდის ტონალობისა და ვიზუალური იდენტობის თანმიმდევრული დაცვა ყველა ციფრულ არხზე;
  • სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი და ძირითადი KPI-ების შეფასება;
  • სოციალური მედიის მიმართულებით ინიციატივების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება;
  • ციფრული კომუნიკაციის ხარისხისა და ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სოციალური მედია მენეჯერის მიმართულებით 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • Meta Business Suite / Ads Manager - Facebook & Instagram-ის მართვის გამოცდილება;
  • კომპანიის ციფრული მიმართულების სტრატეგიული მართვა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Marketing/Public Relations (PR)
Social Media Management
Views
Unique views