Today - 17 Sep
Cook
Tbilisi, Gldani
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering Cooking
  • Industry / Field: Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Mixed shifts
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Hotel / restaurant / catering Cooking
  • Industry / Field(Mandatory):
    Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Entry-Level
  • Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიან თავშესაფარში მზარეულის პოზიციაზე

პოზიციის სახელწოდება: მზარეული
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანის ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: ორი დღე მორიგეობა, ორი დღე დასვენება, თვეში არაუმეტეს 40 საათისა

მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.

დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24–საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.

დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

პოზიციის მიზანი:
  • დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელებისათვის საკვების მომზადება შესაბამისი სანიტარული და ჰინიენური ნორმების დაცვით და საკვების გაცემა დღის ცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია ბავშვების კვებაზე, მოამზადოს საუზმე, სადილი და სამხარის მომზადებაზე განსაზღვრული მენიუს შესაბამისად;
  • დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები სამუშო ადგილას;
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილის და სამზარეულო მოწყობილობების სუფთა მდგომარეობაში შენახვა;
  • მოამზადოს სხვადასხვა კერძი მენიუს შესაბამისად;
  • გასცეს საკვები განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად;
  • იცოდეს და გაითვალისწინოს ბავშვების კვების თავისებურებები;
  • იზუნოს ბავშვების ჰიგიენაზე;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში იზრუნოს ბავშვების კეთილდღეობაზე;
  • აქტიურად ითანამშრომლომლოს დღის ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
  • დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შიგანანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • ანალოგიური სამუშაო გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა კომუნიკაციისას (განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება - „მზარეული“ მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 17 სექტემბერი

გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება:

მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“კანონის შესაბამისად.

„World Vision საქართველოს“მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

„World Vision საქართველო“არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
Hotel / restaurant / catering
Cooking
Views
Unique views