Today - 03 Oct
Warranty Manager
Tbilisi, Didi Digomi, Aghmashenebeli avenue
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Sales Operations and Support, Customer service
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales Sales Operations and Support, Customer service
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას - საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 სთ - 18:00 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება-სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • მომწოდებლის საგარანტიო სტანდარტების ცოდნა;
  • სერვისის ოპერაციების ცოდნა და გამოცდილება;
  • პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდული ავტომობილების საგარანტიო ხელწერილის, საგარანტიო რეგლამენტისა და მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომხმარებლისთვის გადაცემა, ასევე ხელმოწერილი დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეესტრის წარმოება;
  • სერვისისა და მწარმოებლის პროგრამებში გაყიდული ავტომობილების საგარანტიო მონაცემების, დეტალებისა და საგარანტიო ვადების სრულყოფილად ასახვა და პერიოდული განახლება;
  • სამუშაო ბარათის მიხედვით საგარანტიო მოთხოვნის მომზადება და მწარმოებელთან გაგზავნა;
  • საგარანტიო ოთახში არსებული დეტალების აღრიცხვა, მარკირება, სორტირება და კონტროლი;
  • მწარმოებლის მიერ განსაზღვრული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საგარანტიო დეტალების უტილიზაციის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • მწარმოებლის მიერ ანაზღაურებული საგარანტიო მოთხოვნების საფუძველზე ინვოისების მომზადება, წარდგენა და ანაზღაურების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;
  • სერვის აქციების კონტროლი, ინფორმაციის გაზიარება ყველა შესაბამის პირთან. საჭირო დეტალების შეკვეთა ნაწილების მიმართულებასთან ერთად;
  • ანაზღაურებული და უარყოფილი საგარანტიო მოთხოვნების შესახებ ყოველკვირეული რეპორტის მომზადება, ანალიზი და შესაბამისი პირებისთვის გაზიარება;
  • საგარანტიო შემთხვევასთან დაკავშირებული სერვისის შეკვეთების სისწორის მონიტორინგი;
  • სერვისის აქციების შესასრულებლად ნაწილების მარაგების განსაზღვრა, შესაბამისი VIN ნომრების იდენტიფიცირება და მომხმარებლების ინფორმირების პროცესში ჩართულობა;
  • მწარმოებელი კომპანიის სერვისის და გარანტიის დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, საჭიროებიდან შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
  • მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოცხადებულ სერვის აქციების სისტემატიურად შემოწმება და სერვისის თანამშრომლებთან ერთად მათი შესრულების დაგეგმვა.

პიროვნული უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Apply (On another website)
Sales
Sales Operations and Support,
Customer service
Views
Unique views