Today - 03 Oct
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Customer Service Consultation, Plastic Card Operations - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Banking
Customer Service Consultation, Plastic Card Operations - Industry / Field(Mandatory):Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): High School, Bachelor, Master
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას : სერვის ექსპერტი - საბარათე ტრანზაქციების გუნდი
მოქმედების ვადა: 13/09/2026
დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 13/09/2026
დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, გადახდების განვითარების ლიგაში, კერძოდ საბარათე ტრანზაქციების ეჯაილ გუნდში - ვეძებთ სერვის ექსპერტს!
თიბისიში საბარათე ტრანზაქციები და მასთან დაკავშირებული პროცესები გადახდების ლიგის საზრუნავია. საბარათე ტრანზაქციების გუნდი მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც, ერთი მხრივ, მომხმარებლის კონკრეტული პრობლემების გადაჭრას ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ — ბანკთან მის ურთიერთობას უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის.
შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი — ჩაერთვები როგორც საბარათე ტრანზაქციების ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში, ასევე ახალი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში. იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით და საკუთარ წვლილს შეიტან გადახდების ბიზნესისა და საბარათე ტრანზაქციების მიმართულების განვითარებაში.
ვის ვეძებთ?

- ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;
- გაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- არ გეშინია გამოწვევებისა და სიახლეების;
- შეგიძლია პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირება და მისი გადაწყვეტის გზების მოძიება;
- გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია საკითხების დამოუკიდებლად მართვაც;
- ხარ მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული;
- ყურადღებას აქცევ დეტალებს და გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შეგიძლია რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
- ფლობ კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს.
რას გააკეთებ?
- იქნები საბარათე ტრანზაქციების ეჯაილ გუნდის წევრი;
- აქტიურად იქნები ჩართული საბარათე ტრანზაქციებისა ყოველდღიური მონიტორინგისა და კონტროლის პროცესში;
- გამოავლენ და დაამუშავებ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ პრობლემურ და გამონაკლის შემთხვევებს;
- მონაწილეობას მიიღებ პრობლემების გამომწვევი მიზეზების მოკვლევასა და შესაბამის გუნდებთან მათი გადაჭრის კოორდინაციაში;
- ჩაერთვები Issuing და Acquiring მიმართულებით მიმდინარე საოპერაციო პროცესებში;
- მონაწილეობას მიიღებ ახალი პროექტების, პროდუქტებისა და ფუნქციონალების დანერგვაში;
- აქტიურად იმუშავებ არსებული პროცესების გაუმჯობესებაზე, გამარტივებასა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენაზე;
- საჭიროების შემთხვევაში მოამზადებ და გააანალიზებ ტრანზაქციულ მონაცემებსა და შესაბამის რეპორტებს;
- იზრუნებ გუნდის მიერ დასახული მიზნებისა და შეთანხმებული შედეგების მიღწევაზე;
- ითანამშრომლებ ტექნიკურ, ბიზნეს და სხვა საოპერაციო გუნდებთან;
- შეიტან წვლილს საბარათე ტრანზაქციების მიმართულების განვითარებასა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაში.
კვალიფიკაცია
- საბანკო, ფინანსურ ან გადახდების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის მიზნებისა და სტრატეგიული ინიციატივების განსაზღვრაში მონაწილეობის გამოცდილება;
- საბარათე ტრანზაქციების Issuing / Acquiring პროცესების ცოდნა;
- ავტორიზაციისა და საბარათე ტრანზაქციებთან დაკავშირებული პროცესების ცოდნა;
- POS, E-commerce, ATM ან სხვა საბარათე არხებთან მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო საბარათე სქემების პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
- SQL-ის საბაზისო ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემების ანალიზისა და პრობლემური შემთხვევების მოკვლევის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული და ტექნიკური დოკუმენტაციის გასაცნობად.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
ბმულს: https://smrtr.io/BGDz_
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
Apply (On another website)
Banking
Customer Service Consultation,
Plastic Card Operations
Views
Unique views
Other jobs at company