Today - 23 Sep
Problem Assets Officer / PD
Batumi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Delinquent Loan Management, Universal Banking Services
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Banking Delinquent Loan Management, Universal Banking Services
  • Industry / Field(Desired):
    Finance Banking
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური აქტივების ოფიცერი (PD) ბათუმის სერვისცენტრში,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: პრობლემური აქტივების ოფიცერი (PD)
სამუშაო ადგილი: ბათუმი II

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

პოზიციის მიზანი:
პრობლემური აქტივების ოფიცრის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ვირტუალური მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მოგვარებაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, ვირტუალური მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • ვირტუალური მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება პრობლემური აქტივების მართვის უმცროს იურისტთან და საჭიროების შემთხვევაში, რეგიონალურ იურისტთან;
  • ვირტუალური მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით
  • ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი პრობლემური სესხის მენეჯერთან (PD);
  • მიმდინარე ვირტუალური ვადაგადაცილებული პორტფელის ფილიალის აქტიური სესხების >30 დღიანი ვირტუალური ვადაგადაცილებების მართვა კლიენტებთან, თავდებებთან, გარანტორებთან პირისპირ გასაუბრებით, სატელეფონო ზარებით, ადგილზე ვიზიტებით, წერილობითი შეტყობინებების ჩაბარებით და სხვა კანონიერი ქმედებებით. პრობლემური აქტივების ოფიცერს (ვირტუალური PD) ევალება კლიენტის და თავდების ყველა ახალი მონაცემის ჩასწორება (თუ იქნება ამის გაკეთების ტექნიკური შესაძლებლობა);
  • გამარტივებული წესით საქმისწარმოებაში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განცხადების მიღების ვადა: 23 სექტემბერი , 2026 წელი.

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
Apply (On another website)
Banking
Delinquent Loan Management,
Universal Banking Services
Views
Unique views