Today - 02 Oct
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Service management - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Administration / Business Management
Service management - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში - მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ავტომობილის კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ფლობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა ჩაწერის სისტემის კონტროლი, ვიზიტის დროის დადგენა და დროულად მიღების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
- მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა და მიღებული ინფორმაციის ტექნიკური გუნდისა და ნაწილების მენეჯერებისთვის გადაცემა;
- ავტომობილის ვიზუალური დათვალიერება;
- სარემონტო სამუშაოების შეთანხმება მომხმარებელთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების შეთავაზება;
- სერვისის გუნდის სრულყოფილად ინფორმირება ავტომობილის შესახებ;
- სერვისის სამუშაოების მეთვალყურეობა და აქტიური კომუნიკაცია ტექნიკოსების გუნდთან;
- საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების მენეჯერთან;
- არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
- ავტომობილის ტესტ-დრაივის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკოსთან კონსულტაცია;
- ნაწილების მოძიება შესაბამის კატალოგებში;
- სერვისისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების დეფიციტების განსაზღვრა და ნაწილების განყოფილებასთან შესაბამისი რეპორტის წარმოება;
- მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფასების შესახებ, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- მომხმარებლის ინფორმირება სამუშაო ვადებზე, პერიოდული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ;
- განსაზღვრული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ტიპის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის დროული ინფორმირება და დამატებითი მომსახურებების ან სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება;
- მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება;
- მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, მისი მოთხოვნისამებრ სერვისის ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით);
- დასრულებული ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება;
- სერვისის აქციებზე ინფორმაციის გაზიარება მომხმარებლებთან და მათი შესრულების კონტროლი;
- რეგისტრირებული ავტომობილების მონაცემების, დეფექტური აქტების სიზუსტის, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მონიტორინგი;
- სერვისის პროგრამაში შევსებული დავალებების და სურათების ატვირთვის სიზუსტის კონტროლი;
- მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვვით თანხების კონტროლი;
- განმეორებითი შეკეთების შედეგების ანალიზის მიმოხილვა და ხელმძღვანელთან გაზიარება;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gtgroup.selfrecruit.ge/s/f0q1j
Apply (On another website)
Administration / Business Management
Service management
Views
Unique views
