Next
Today - 24 Sep
Standard
Production Director
Tbilisi
Advertising agency
Application information
Email: hrrecruitment787@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Production/Operations
Plant Operations - Industry / Field: Consumer Products and Services
Consumer Services Media & Communications Marketing & Advertising - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 4000
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 3 to 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Production/Operations
Plant Operations - Industry / Field(Mandatory):Consumer Products and Services
Consumer Services Media & CommunicationsMarketing & Advertising - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor, High School, Incomplete High School, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
- Driving licence: B Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სარეკლამო საწარმო ეძებს წარმოების დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გარე რეკლამის წარმოებისა და მონტაჟის პროცესების ეფექტიან დაგეგმვაზე, ტექნიკური გუნდების მართვასა და პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე, პოლიგრაფიის, ფართოფორმატიანი ბეჭდვის მიმართულებების ეფექტიან დაგეგმვასა და მართვაზე.
დაქვემდებარებაში ჰყავს 25-30 თანამშრომელი.
ძირითადი მოვალეობები
- წარმოებისა და სამონტაჟო ჯგუფების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია;
- პროექტების სპეციფიკის მიხედვით სამუშაოების დაგეგმვა და თანამშრომლების გადანაწილება;
- სამუშაოების ვადების განსაზღვრა, შესრულების პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
- რთული და არასტანდარტული პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი განხორციელების შესაძლებლობის შეფასება;
- საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის ან სპეციალისტების ჩართვის ორგანიზება;
- წარმოებაში გამოყენებული მასალების ხარჯვისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი;
- შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტებისთვის საჭირო მასალების დროული შესყიდვისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- წარმოებისა და მონტაჟის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა;
- წარმოებისა და მონტაჟის პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;
- პროექტებში ჩართული სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტექნიკური მენეჯერის, წარმოების ხელმძღვანელის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და საწარმოო პროცესების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება;
- სარეკლამო კომპანიაში (საწარმო) მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვის უნარი;
- საწარმოო პროცესების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- B კატეგორია მართვის მოწმობის ფლობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი-სრული;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქრების ქუჩა.
ანაზღაურება 4000 ლარი გამოსაცდელ პერიოდში. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ მომატების პერსპექტივით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hrrecruitment787@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების დირექტორი
Production/Operations
Plant Operations
Views
Unique views