Today - 10 Sep
Project Manager
Tbilisi, Saburtalo, M. Aleksidze st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Project management
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1326

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Administration / Business Management Project management
  • Industry / Field(Mandatory):
    Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი
სარგო: 1,326 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ფინანსური და სხვა რესურსების მოზიდვის წყაროების მუდმივი გამოვლენა;
  • დონორებისთვის პროექტებისა და პროექტების ანგარიშების მაღალი ხარისხითა და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა;
  • დონორებთან და ფონდებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
  • ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კომუნიკაცია;
  • დიდ ბიუჯეტიან პროექტებზე მუშაობა, მათ შორის Horizon Europe-ის პროექტებზე;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს სფეროში.

ენების ცოდნა
  • ქართული - სახელმწიფო ენა;
  • ინგლისური - B2 დონე.

საოფისე პროგრამებისა და პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა
  • Microsoft Word;
  • Microsoft Excel;
  • Microsoft PowerPoint;
  • Asana ან მსგავსი პროექტების მართვის პროგრამის ცოდნა.

პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა
  • პროექტების წერის ტექნიკის ცოდნა;
  • მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკის ცოდნა;
  • პროექტების დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • დონორებთან და ფონდებთან კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა;
  • პროექტების ანგარიშგების მომზადების უნარი.

პიროვნული უნარები
  • კრეატიულობა და ახალი იდეების გენერირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • არგუმენტირებული მსჯელობისა და დასაბუთების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • რამდენიმე პროექტსა და ამოცანაზე ერთდროულად ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ვადების დაცვის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სტრესულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sciencelib.ge
ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
„ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
Administration / Business Management
Project management
Views
Unique views