26 Aug - 24 Sep
Senior Specialist
Tbilisi, Saburtalo, M. Aleksidze st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Market Research, Service Development Strategy
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1205

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Desired):
    Marketing/Public Relations (PR) Market Research, Service Development Strategy
  • Industry / Field(Desired):
    Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
თანამდებობრივი სარგო: 1,205 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • მიზნობრივ სეგმენტებში მკითხველთა მოზიდვის არხების მუდმივი განვითარება;
  • კონკურენტი ბიბლიოთეკებისა და საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და მათი სერვისების ანალიზი;
  • მიზნობრივ სეგმენტებთან უკუკავშირის მეთოდებისა და კომუნიკაციის არხების განვითარება;
  • მომხმარებლებისთვის სასურველი სერვისებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის მუდმივი მოგროვება;
  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე ახალი სერვისების დამატებისა და არსებული სერვისების დახვეწის იდეების გენერირება;
  • ბიბლიოთეკის ბრენდის მახასიათებლების განსაზღვრა და თანამშრომლებთან შესაბამისი კომუნიკაცია;
  • ბრენდის განვითარების იდეების დაფიქსირება;
  • ბრენდისთვის საზიანო ინფორმაციის დროული გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

ენების ცოდნა
  • ქართული - სახელმწიფო ენა;
  • ინგლისური - B1 დონე.

პიროვნული უნარები
  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • არგუმენტირების უნარი;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

საოფისე პროგრამების ცოდნა
  • Microsoft Word;
  • Microsoft Excel;
  • Microsoft PowerPoint.

ჩვენ გთავაზობთ
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@sciencelib.ge
ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
Marketing/Public Relations (PR)
Market Research,
Service Development Strategy
Views
Unique views