Today - 10 Sep
Guard
Tbilisi, Saburtalo, M. Aleksidze st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Security / Protection Facility Security
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 800

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Security / Protection Facility Security
  • Industry / Field(Desired):
    Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): High School
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას დარაჯის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი N3
სამუშაო განაკვეთი: მორიგეობით
თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით, თსუ-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულებითა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ დამტკიცებული მორიგეობის ყოველთვიური გრაფიკით ხელმძღვანელობა;
  • დასაცავი კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მუდმივი კონტროლი;
  • ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობის კონტროლი;
  • კორპუსში კაბინეტებისა და დარბაზების განლაგებისა და მათი თავისებურებების ცოდნა;
  • მიმაგრებული კორპუსის ქონების დაცვა დაზიანების, გაძარცვის, ხანძრისა და სხვა სახის ავარიისგან;
  • კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დადგენილი წესის შესაბამისად შემოვლა;
  • სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თსუ-ს შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვა;
  • ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და სტუმრებთან კორექტული და ეთიკური კომუნიკაცია;
  • ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
  • თსუ-ს შინაგანაწესისა და ბიბლიოთეკის შიდა სტანდარტების შესაბამისად ნებისმიერი დარღვევის აღკვეთა;
  • ბიბლიოთეკაში ალკოჰოლური სასმელების შეტანის, თამბაქოს მოწევისა და აზარტული თამაშების აღკვეთა;
  • კორპუსში ნებისმიერი ნივთის ან ინვენტარის უნებართვოდ შემოტანისა და გატანის კონტროლი, გარდა პირადი ნივთებისა;
  • დაცვისა და უსაფრთხოების სხვა თანამშრომლებთან ერთად დასაცავ ობიექტზე უნებართვოდ შეღწეული პირების დაკავების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების გაწევა ან ბიბლიოთეკის დირექციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება;
  • დანაშაულებრივი ფაქტების, კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვა გართულებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თსუ-ს ოპერატიული მართვის ცენტრის, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სრული ზოგადი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • დასაბუთების უნარი;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და დაკვირვებულობა;
  • კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
  • შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.

ჩვენ გთავაზობთ
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების პერსპექტივას.

განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sciencelib.ge

ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
„დარაჯი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
Security / Protection
Facility Security
Views
Unique views