Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Quality control Production/Operations Plant Operations - Industry / Field: Manufacturing
Automotive - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Bonuses and incentives
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian,Russian,English
UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის აღწერა:
UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.
ფუნქცია-მოვალეობები
- ნედლეულისა და საქონლის ხარისხის კონტროლი მიღებისა და შენახვის ეტაპებზე;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების, შენახვისა და დატვირთვის პროცესებში;
- პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან;
- ეტიკეტების მომზადება დამტკიცებული შაბლონის შესაბამისად;
- პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის ხარისხისა და უსაფრთხოების პასპორტების;
- საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- ხარისხთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოვლენა, აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ეკოლოგიური და ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
- MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ელექტრონული ფოსტის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- ქართული – აუცილებელია
- ინგლისური – სასურველია
- რუსული – აუცილებელია
დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი (Full time)
- სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
- სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება
- კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ბენეფიტები
- სამედიცინო დაზღვევა
- ბონუსების სისტემა
- პროფესიული განვითარება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით
- საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
შენიშვნა
წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „UG Lubricants“-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@uglubricants.com
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51
