Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Customer Service Excellence, Customer service - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1300(+ Bonus)
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Sales
Customer Service Excellence, Customer service - Industry / Field(Desired):Construction
Construction - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): Bachelor
- Suitable for students: Yes
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერს რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებელთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა შეტყობინებების მიღება და დროული რეაგირება, ასევე საჭიროებისამებრ შეხვედრების ორგანიზება;
- მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ;
- მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება;
- მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და მათი დროული და ეფექტური გადაჭრის მონიტორინგი;
- მომხმარებელთა ინფორმაციის მონაცემთა ბაზასა და CRM სისტემაში დროული ასახვა და განახლება, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და დამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- თანამშრომლებისათვის უფასო სპორტული დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას;
- კომპანიის დაფინასებით ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
სამუშაო დრო: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ). საერთო ყოველთვიური ანაზღაურება, ბონუსის ჩათვლით, საშუალოდ 1800–2000 ლარს შეადგენს.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
