Next
20 Aug - 18 Sep
doctor-laboratory technician
Tbilisi
Application information
Email: hr.mwlab@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Medical
laboratory - Industry / Field: Health Care
Hospital & Health Care - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Medical
laboratory - Industry / Field(Mandatory):Health Care
Hospital & Health Care - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“სახელითაა ცნობილი
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!!
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “ აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი. გივი ჟვანიას 15 (ყოფილი ლუბლიანას N 33)
სამუშაო განაკვეთი: წინასწარ გაწერილი მორიგეობები
ანაზღაურება: 16 საათიანი მორიგეობა 150 ლარი
24 საათიანი მორიგეობა 215 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევებისთვის ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და ანალიზის ჩატარება;
- ლაბორატორიული აპარატურისა და რეაქტივების სწორად გამოყენება;
- კვლევის შედეგების დამუშავება, აღრიცხვა და დოკუმენტირება;
- ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში ექიმებთან და ლაბორატორიის სხვა თანამშრომლებთან თანამშრომლობა.
ძირითადი მოთხოვნები;
- უმაღლესი სამედიცინო განათლება და შესაბამისი სპეციალიზაცია;
- ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და შედეგების შეფასების ცოდნა;
- ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;
- კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.
- ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).
- FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Medical
laboratory
Views
Unique views