Today - 15 Sep
Standard
Production and Sales Development Manager
Batumi
Application information
Email: infokalaprint@gmail.com
Phone: +995 579 26 02 85
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Production/Operations
Plant Operations, Line Operation - Industry / Field: Media & Communications
Marketing & Advertising - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: (+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Production/Operations
Plant Operations, Line Operation - Industry / Field(Mandatory):Media & Communications
Marketing & Advertising - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Incomplete High School, High School, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კალა პრინტ აცხადებს ვაკანსიას წარმოებისა და გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში
ვეძებთ აქტიურ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ლაზერული წარმოების მიმართულებას, იზრუნებს ახალი პროდუქციის შექმნასა და გაყიდვების განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
პროდუქციის შესაძლო მიმართულებები:
გაყიდვების მიმართულება:
მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ახალი პროდუქციისთვის *გასაღების არხების მოძიება და განვითარება*, მათ შორის:
ფინანსური და სტრატეგიული მიმართულება:
მენეჯერს ყოველთვიურად მოეთხოვება:
კანდიდატისგან ველით:
ვეძებთ აქტიურ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ლაზერული წარმოების მიმართულებას, იზრუნებს ახალი პროდუქციის შექმნასა და გაყიდვების განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, გადანაწილება და კონტროლი;
- ლაზერული დანადგარების მაქსიმალურად ეფექტურად დატვირთვის უზრუნველყოფა;
- წარმოების გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი;
- შეკვეთების ვადების, ხარისხისა და წარმოების ეფექტურობის კონტროლი;
- არსებული პროდუქციის გაუმჯობესება და ახალი პროდუქციის მუდმივად შექმნა/განვითარება;
პროდუქციის შესაძლო მიმართულებები:
- ორგანაიზერები;
- სახაზავები;
- დეკორატიული და პერსონალიზებული სანათები;
- ბეიჯები;
- სხვადასხვა ტიპის აბრები;
- QR კოდის სადგამები;
- ტელეფონის სადგამები;
- ღვინისა და სასაჩუქრე ყუთები;
- მაგიდის აქსესუარები;
- ბიზნესისთვის განკუთვნილი ბრენდირებული პროდუქცია;
- და სხვა ლაზერული ჭრითა და გრავირებით დამზადებული პროდუქცია.
გაყიდვების მიმართულება:
მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ახალი პროდუქციისთვის *გასაღების არხების მოძიება და განვითარება*, მათ შორის:
- საკანცელარიო მაღაზიებთან თანამშრომლობა;
- სათამაშოების და საჩუქრების მაღაზიებთან თანამშრომლობა;
- სუპერმარკეტებსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებთან პროდუქციის შეთავაზება;
- ღვინის მაღაზიებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან და სხვა ბიზნესებთან თანამშრომლობა;
- ონლაინ მაღაზიებსა და მარკეტპლეისებზე პროდუქციის განთავსება;
- სოციალური ქსელებისა და სხვა ონლაინ არხების საშუალებით გაყიდვების განვითარების იდეების შეთავაზება;
- ახალი B2B კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
- პროდუქციის კომერციული შეთავაზებების მომზადება და პარტნიორებთან კომუნიკაცია.
ფინანსური და სტრატეგიული მიმართულება:
მენეჯერს ყოველთვიურად მოეთხოვება:
- გაყიდვების ფინანსური ანალიზის მომზადება;
- შემოსავლებისა და ხარჯების შეფასება;
- თითოეული პროდუქტის გაყიდვებისა და მომგებიანობის ანალიზი;
- ყველაზე მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქციის გამოვლენა;
- მომდევნო თვის გაყიდვების გეგმის შედგენა;
- ახალი პროდუქციის განვითარების გეგმის მომზადება;
- გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება;
- ახალი სავაჭრო ობიექტებისა და გაყიდვის არხების მოძიების გეგმის წარმოდგენა.
კანდიდატისგან ველით:
- ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- თანამშრომლების მართვისა და სამუშაოს სწორად გადანაწილების უნარს;
- გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების ინტერესს;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგ უნარებს;
- ინიციატივას — მენეჯერი არ უნდა ელოდებოდეს მხოლოდ დავალებებს, არამედ თავად უნდა გვთავაზობდეს ახალ პროდუქტებსა და გაყიდვების გზებს;
- შედეგზე ორიენტირებულობას;
- Excel -ის საბაზისო ცოდნას ფინანსური და გაყიდვების ანგარიშებისთვის;
- სასურველია გაყიდვების, წარმოების, სავაჭრო ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი — შეთანხმებით და ბონუსური სისტემა
- ბონუსის ოდენობა დამოკიდებული იქნება მენეჯერის მიერ მოზიდულ გაყიდვებზე და მიღწეულ შედეგებზე.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლის შემოსავალი იზრდებოდეს ბიზნესის ზრდასთან ერთად, ამიტომ წარმატებული მუშაობისა და გაყიდვების ზრდის შემთხვევაში შესაძლებელია ანაზღაურების ეტაპობრივი გადახედვაც.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებას შეხედავს როგორც ცალკე განვითარებად ბიზნესს — შექმნის პროდუქტებს, მოძებნის მათთვის ბაზარს და სისტემურად გაზრდის გაყიდვებს.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
გრაფიკი: სრული
+995 579 26 02 85
infokalaprint@gmail.com
Production/Operations
Plant Operations,
Line Operation
Views
Unique views
