Today - 11 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Financial Management Administration / Business Management Administrative Assistance - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism, Hospitality - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Free meal,Discounts in our/partner companies
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Accounting / Finance
Financial Management Administration / Business ManagementAdministrative Assistance - Industry / Field(Mandatory):Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism, Hospitality - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, High School, Master, College, Doctor, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ამბასადორი ბათუმი აილენდი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
Ambassadori Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა–ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე
ჩვენ გთავაზობთ:
- კვების უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი.
- მაღალორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, მოქნილობის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარით.
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკოსის, ფინანსისტის, ფინანსური მენეჯერის, ეკონომისტის ან მსგავს პოზიციაზე.
- გამოცდილება უძრავი ქონების განვითარებაში, მშენებლობის ან საინვესტიციო პროექტებში — აუცილებელია.
- 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტებთან მუშაობის გამოცდილება — სასურველია.
- მენეჯერული ფინანსური აღრიცხვის შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება — სასურველია.
- Excel-ის, ფინანსური მოდელების, ბიუჯეტირების და ფინანსური დაგეგმვის, ფულადი ნაკადების ანალიზის, საინვესტიციო ანალიზის, სამშენებლო ხარჯების ანალიზისა და IFRS-ის კარგი ცოდნა.
- უნარი, დაასაბუთოს და დაიცვას მიღებული გადაწყვეტილებები ხელმძღვანელობასთან.
- საბუღალტრო ჩანაწერებიდან რელევანტური ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და მოპოვების უნარი.
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების განვითარების პროექტებისთვის ფინანსური მოდელების შემუშავება, მართვა და განახლება.
- ბიუჯეტების მომზადება და განახლება, მათ შორის CAPEX, OPEX, Cash Flow და Sources & Uses.
- დაგეგმილი და ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარებითი ანალიზის ჩატარება, გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების შეთავაზება.
- ყოველკვირეული და ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშების მომზადება.
- სამშენებლო ხარჯებისა და ცალკეული პროექტებისა და აქტივების ხარჯების სტრუქტურის ანალიზი.
- პროექტების დაფინანსების გრაფიკებისა და ფინანსური შესრულების მონიტორინგი.
- ფულადი ნაკადების ანალიზი და პოტენციური ფულადი დეფიციტის პროგნოზირება.
- ახალი პროექტების საინვესტიციო ანალიზის განხორციელება, მათ შორის NPV, IRR და მგრძნობელობის ანალიზი.
- ფინანსური KPI-ების შესრულების მონიტორინგი.
- ხელშეკრულებების ფინანსური და რისკების კუთხით ანალიზი.
- სცენარების ანალიზის ჩატარება და პროექტის სხვადასხვა დაშვების ფინანსური გავლენის შეფასება.
- მჭიდრო თანამშრომლობა ბუღალტერიასთან, გაყიდვების, საინჟინრო, შესყიდვებისა და პროექტების მართვის გუნდებთან.
- საბუღალტრო ჩანაწერებიდან შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@islander.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:
career@islander.ge
გისურვებთ წარმატებას!
Accounting / Finance
Financial Management
Administration / Business Management
Administrative Assistance
Views
Unique views
