13 Aug - 11 Sep
Chief Engineer of the Wastewater Treatment Plant
Martvili Municipality, Martvili
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Engineering Water Resources Engineering, Environmental Engineering
  • Industry / Field: Energy & Mining Utilities
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 3080

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Engineering Water Resources Engineering, Environmental Engineering
  • Industry / Field(Mandatory):
    Energy & Mining Utilities
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მარტვილის სერვის ცენტრის გამწმენდი ნაგებობის მთავარი ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. მარტვილი, ზ. გამსახურდიას ქ. №114
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3 080 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გამწმენდი ნაგებობის ეფექტიანი ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ზედამხედველობა;
  • პერიოდული და აქტიური ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაწმენდის ობიექტების და პროცესების მართვა;
  • ტექნოლოგიური პროცესის აგრეგატების უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით კონტროლი და მონიტორინგი;
  • გამწმენდი ნაგებობის ტექნოლოგიური პროცესის, მათ შორის მექანიკური მოწყობილობების, ელექტრო აღჭურვილობის და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების კონტროლი;
  • პოტენციური და ზოგადი პრობლემების ძიება;
  • ჩამდინარე წყლის ხარისხის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/სპეციალობა: სასურველია - ტექნიკური.
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
Engineering
Water Resources Engineering,
Environmental Engineering
Views
Unique views
Similar announcements