Today - 31 Aug
Lead Generation Specialist
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Customer service
  • Industry / Field: Software & IT Services Information Technology & Services
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary: (+ Bonus)

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales Customer service
  • Industry / Field(Mandatory):
    Software & IT Services Information Technology & Services
  • Seniority level: Entry-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

აიტი სერვისების კომპანია F1 - კომპიუტერული სერვისი აცხადებს ვაკანსიას ლიდების გენერაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მხარდაჭერას. კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოძიება და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით მუშაობა.


ძირითადი მოვალეობები:
  • IT სერვისებით პოტენციურად დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის მოძიება/იდენტიფიცირება;
  • სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის წარმოება, პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ;
  • LinkedIn-ისა და სხვა ციფრული არხების ეფექტურად გამოყენება ახალი კონტაქტების დასამყარებლად;
  • მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და CRM სისტემაში აღრიცხვა/განახლება;
  • მიმდინარე სამუშაოებისა და კომუნიკაციების ორგანიზებულად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ლიდების გენერაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა აუცილებელი არ არის);
  • თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების (LinkedIn, CRM და ა.შ.) კარგად გამოყენებისა და ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
  • IT სფეროს ღრმა ტექნიკური ცოდნა საჭირო არ არის.

პიროვნული და პროფესიული თვისებები:
  • თავისუფალი, ბუნებრივი და ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, საკუთარი სამუშაო დღის ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად დასმის უნარი;
  • ინიციატივიანობა, გონებამახვილობა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: სტაბილური ფიქსირებული ხელფასი + დამატებით შედეგზე დაფუძნებული ბონუსი;
  • პროფესიული ზრდა: ტექნოლოგიურ და ბიზნეს გარემოში მუშაობის გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა;
  • თანამედროვე, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი.

განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე guga@f1.com.ge გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • რეზიუმე (CV);
  • მოკლე ტექსტი (2-3 წინადადება), სადაც აღწერთ, თუ რატომ ხართ შესაბამისი კანდიდატი ამ პოზიციისთვის.
  • სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლიდების გენერაციის სპეციალისტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო
Sales
Customer service
Views
Unique views