Next
Today - 10 Sep
Standard
Architect
Tbilisi
Tbilisi Boulevard
Application information
Email: hr@ginoaquapark.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Construction
Architecture - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Construction
Architecture - Industry / Field(Mandatory):Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„თბილისის ბულვარი“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება მასშტაბური დეველოპერული პროექტის არქიტექტურული და საპროექტო პროცესების მართვაში -კონცეფციისა და სანებართვო ეტაპებიდან სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროექტის განხორციელების კონტროლამდე.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება მასშტაბური დეველოპერული პროექტის არქიტექტურული და საპროექტო პროცესების მართვაში -კონცეფციისა და სანებართვო ეტაპებიდან სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროექტის განხორციელების კონტროლამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმებისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით არქიტექტურული პროექტების მომზადება;
- სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის უწყებებში/თბილისის მერიაში წარდგენა, პროექტის ყველა ეტაპზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე;
- არქიტექტურული ნახაზების რევიზია, კორექტირება და ოპტიმიზაცია;
- არსებული პროექტების კორექტირება და მათი საინჟინრო და ტექნიკურ პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- არქიტექტურული პროექტის საფუძველზე დეტალური სამშენებლო ნახაზების მომზადება;
- პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი არქიტექტურული და ტექნიკური საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება;
- მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან - კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთან, MEP გუნდთან, დიზაინერებთან და სამშენებლო გუნდთან - აქტიური კოორდინაცია;
- ტექნიკური სპეციფიკაციების შედგენა, საპროექტო მოცულობების დათვლა და მასალათა უწყისების მომზადება;
- საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შემუშავება;
- სამშენებლო ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
- სამშენებლო ობიექტზე რეგულარული ვიზიტები, შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და პროექტის პროგრესის კონტროლი;
- პროექტში გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში არქიტექტორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- საქართველოს მოქმედი სამშენებლო, არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობისა და შესაბამისი სახელმწიფო რეგულაციების ცოდნა;
- ქალაქ თბილისის არქიტექტურული, სამშენებლო და ურბანული რეგულაციების პრაქტიკული ცოდნა;
- სანებართვო პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- პროფესიული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD და Revit;
- სამუშაო და დეტალური სამშენებლო ნახაზების მომზადებისა და წაკითხვის უნარი;
- სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინასთან არქიტექტურული პროექტის კოორდინაციის გამოცდილება.
საჭირო კომპეტენციები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნება;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
- დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე ამოცანასა და საპროექტო ეტაპზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- ვადების დაცვისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- მასშტაბურ და მრავალფუნქციურ დეველოპერულ პროექტზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულად საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
- გამოცდილ არქიტექტურულ, საინჟინრო და სამშენებლო გუნდებთან თანამშრომლობას;
- პროფესიული განვითარებისა და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე უშუალო ჩართულობის შესაძლებლობას.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
Construction
Architecture
Views
Unique views