Today - 10 Sep
Cashier-Consultant
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Sales Consulting and Advisory
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Suitable for students: Yes
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

Cosmo 2015 აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე
Cosmo 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს.
დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია. “ღია სახელოსნო” - ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის - თვალს ადევნებ მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის.
ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

სასურველია იყოს სტუდენტი
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო გრაფიკი - სტუდენტებზე მორგებული

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, კოსმოს სტანდარტების შესაბამისად, გუნდის წევრებთან ერთად. მის განვითარებაზე ზრუნვა
  • დადგენილი KPI-ების შესრულება გუნდთან ერთად, ყველა მათგანის შესრულებაზე მუშაობა
  • პროდუქციის მუდმივად მოწესრიგებულად განთავსება გუნდის წევრებთან ერთად,
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებია აქტიური კომუნიკაციის გზით და განვითარებაზე ზრუნვა

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიული
  • მიზანდასახული
  • კრეატიული
  • გაწონასწორებული
  • პოზიტიური აზროვნების უნარი
  • ტექნიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი
  • შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს
  • იდეების მხარდაჭერას

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნე მეილზე: cosmo.jobvacancy@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „თბილისი, მოლარე-კონსულტანტი“
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.08.2026


Sales
Sales Consulting and Advisory
Views
Unique views