Today - 10 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Information technologies
IT Support - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Discounts in our/partner companies
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Information technologies
IT Support - Industry / Field(Mandatory):Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: High School, Doctor, Bachelor, Master, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამუშაოს აღწერა:
IT მხარდაჭერა პასუხისმგებელია თანამშრომლების ყოველდღიურ ტექნიკურ მხარდაჭერაზე, კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური პრობლემების დროულ აღმოფხვრაზე, მომხმარებელთა წვდომებისა და IT უსაფრთხოების მართვაზე, ასევე სერვერული სისტემებისა და მონაცემთა სარეზერვო კოპირების კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა (Helpdesk) და წარმოქმნილი ხარვეზების დროული მოგვარება.
- კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების აწყობა, დიაგნოსტიკა და გამართვა.
- Windows ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, განახლება, ოპტიმიზაცია და კონფიგურაცია.
- ლოკალური ქსელის (LAN/Wi-Fi), როუტერების, სვიჩებისა და IP მისამართების მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- მომხმარებელთა უფლებების, წვდომებისა და პაროლების ცვლილების მართვა (Active Directory).
- ანტივირუსული სისტემების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
- საბაზისო სერვერული ინფრასტრუქტურის მეთვალყურეობა და მონაცემთა პერიოდული სარეზერვო კოპირების გადამოწმება (Backup).
მოთხოვნები:
- IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS, LAN/Wi-Fi).
- Windows OS-ისა და hardware-ის კარგი ცოდნა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე)
- ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“;
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში;
- 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
- დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლებ
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას.
ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton,
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nuvhv/
ან დაგვიკავშირდით +995 511415285
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Information technologies
IT Support
Views
Unique views
