12 Aug - 10 Sep
Business Development and Customer Relations Specialist
Tbilisi, Vake, I. Abashidze st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Administration, Business processes, Business Management
  • Industry / Field: Corporate Services Human Resources
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Part-time
  • Employment form: Open-ended contract
  • Work Location: Work from home
  • Additional benefits: Corporate mobile number,Bonuses and incentives

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 1 to 3 years
  • Minimal educational level: Bachelor, Master
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

Hireka აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

Hireka არის განვითარებადი HR საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია, რომელიც ბიზნესებს თანამშრომლების მოძიებასა და ეფექტიანი HR პროცესების შექმნაში ეხმარება.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პროაქტიულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ახალი კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიებაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დაწყება;
  • Hireka-ს მომსახურებების წარდგენა;
  • დაინტერესებულ კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა;
  • კლიენტების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა;
  • გაყიდვებისა და კლიენტების შესახებ ინფორმაციის CRM სისტემაში განახლება;
  • ახალი ბიზნესშესაძლებლობებისა და პარტნიორობების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • თავდაჯერებული და პროფესიული ურთიერთობა კომპანიების წარმომადგენლებთან;
  • ორგანიზებულობა, ინიციატივა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, კლიენტებთან ურთიერთობის, HR-ის ან რეკრუტინგის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:
  • ნახევარ განაკვეთზე და მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • 2-კვირიან სტაჟირების პერიოდს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს;
  • მომავალში სრულ განაკვეთზე გადასვლის შესაძლებლობას;
  • მზარდი ქართული კომპანიის განვითარებაში უშუალო მონაწილეობას;
  • გარემოს, სადაც შენი იდეები და ინიციატივა დაფასებული იქნება.

სტაჟირების პერიოდი:
შერჩეული კანდიდატი გაივლის 2-კვირიან სტაჟირებას, რომლის განმავლობაში გაეცნობა Hireka-ს მომსახურებებს, სამუშაო პროცესებსა და კლიენტებთან კომუნიკაციის სტანდარტებს. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომლობა გაგრძელდება შეთანხმებული პირობებით. სტაჟირების პირობები კანდიდატს წინასწარ ეცნობება.

ანაზღაურება: 1500 ლარი + შედეგზე დაფუძნებული ბონუსი/საკომისიო.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ შემდეგ მისამართზე: info.hireka@gmail.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: „ბიზნესის განვითარების სპეციალისტი — სახელი და გვარი“.

მეტი ინფორმაცია Hireka-ს შესახებ: https://hireka.com.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Administration / Business Management
Administration,
Business processes,
Business Management
Views
Unique views