Today - 08 Sep
Vip
Digital Marketing Manager
Tbilisi, Didi Digomi, Rostevan st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Social Media Management
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: High School, Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

„ჩანთის სახლი“ და სითი ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას Digital Marketing Manager-ის პოზიციაზე.
კომპანიებში უკვე გვყავს სოციალური მედიის მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები, რომლებიც ქმნიან ფოტო და ვიდეო კონტენტს, მართავენ სოციალურ ქსელებს და მონაწილეობენ სარეკლამო აქტივობებში.
ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ Digital Marketing Manager-ს, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს არსებულ გუნდს, შეიმუშავებს ერთიან ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობასა და შედეგების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, როსტევანის ქუჩა.

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიების Digital Marketing სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • სოციალური მედიის გუნდის მუშაობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • ყოველთვიური და ყოველკვირეული კონტენტ-გეგმის შემუშავება;
  • ვიდეოების, Reels-ის, Stories-ისა და პოსტების თემატიკის, ფორმატისა და მიმართულების განსაზღვრა;
  • სარეკლამო კრეატივების, შეთავაზებებისა და კამპანიების იდეების შემუშავება;
  • Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების პროფესიონალურად დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • სარეკლამო აუდიტორიების, მიზნების, ბიუჯეტებისა და კამპანიების სტრუქტურის განსაზღვრა;
  • სხვადასხვა აუდიტორიის, შეთავაზებისა და კრეატივის A/B ტესტირება;
  • სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანად მართვა და შედეგების ოპტიმიზაცია;
  • ლიდების, შეტყობინებების, გაყიდვების, კონვერსიებისა და სხვა მნიშვნელოვანი KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი;
  • მიღებული მონაცემების საფუძველზე კამპანიების მუდმივი გაუმჯობესება;
  • კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
  • ორი განსხვავებული ბიზნეს-მიმართულებისთვის — Retail და Leasing — შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშის მომზადება: რა გაკეთდა, რამდენი დაიხარჯა, რა შედეგი მივიღეთ და რა უნდა გაუმჯობესდეს მომდევნო პერიოდში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • Digital Marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
  • Meta Ads Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა და რეალური სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება;
  • სოციალური მედიის სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმის შექმნის გამოცდილება;
  • სარეკლამო ბიუჯეტების მართვისა და კამპანიების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
  • მარკეტინგული მონაცემებისა და KPI-ების ანალიზის უნარი;
  • გუნდის მართვის, კოორდინაციისა და დავალებების სწორად განაწილების უნარი;
  • კრეატიული და ამავდროულად ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის აღებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • Retail, Finance, Leasing ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ვის ვეძებთ
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელიც იქნება არა უბრალოდ სოციალური ქსელების ადმინისტრატორი, არამედ Digital Marketing მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია არსებული მდგომარეობის შეფასება, პრობლემების აღმოჩენა, კონკრეტული სტრატეგიის ჩამოყალიბება, გუნდის ორგანიზება და მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გვერდების ვიზუალური განვითარება და კონტენტის შექმნა, არამედ რეკლამიდან გაზომვადი ბიზნეს-შედეგის მიღება — მეტი ხარისხიანი ლიდი, მეტი მომხმარებელი და მეტი გაყიდვა.
  • კანდიდატმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს

CV-სთან ერთად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:
შესრულებული პროექტების/ნამუშევრების მაგალითები (Portfolio);
თქვენ მიერ რეალურად მართული სოციალური მედიის გვერდების მაგალითები;
თქვენ მიერ მართული Meta Ads კამპანიების კონკრეტული შედეგების მაგალითები;
სასურველია მიუთითოთ სარეკლამო ბიუჯეტი, კამპანიის მიზანი და მიღებული შედეგი — მაგალითად: ლიდების რაოდენობა, CPL (Cost per Lead), გაყიდვები, ROAS ან სხვა შესაბამისი KPI;
მოკლე აღწერა, რა იყო კონკრეტულად თქვენი პასუხისმგებლობა და რა ცვლილებებით მოახერხეთ შედეგის გაუმჯობესება.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, Portfolio და სარეკლამო კამპანიების შედეგების მაგალითები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ:
Digital Marketing Manager
გისურვებთ წარმატებებს!

Marketing/Public Relations (PR)
Social Media Management
Views
Unique views