Next
Today - 27 Aug
Standard
Programs and Operations Officer
Tbilisi
Application information
Email: ikconsultinggeo@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Project management, Operational processes management Information technologies Programming/Development - Industry / Field: Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 2500
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Administration / Business Management
Project management, Operational processes management Information technologiesProgramming/Development - Industry / Field(Mandatory):Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საქართველოს HR პროფესიონალთა ასოციაცია (HRPA • Georgia) აცხადებს ვაკანსიას პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი ინფორმაცია პოზიციის შესახებ:
პოზიციის ზოგადი დახასიათება
პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
პროგრამებისა და პროექტების მართვა
კომიტეტების მხარდაჭერა
გუნდისა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა
წევრებთან ურთიერთობა, CRM და საწევრო პროცესების მართვა
მარკეტინგი, PR და კომუნიკაცია
პარტნიორული ურთიერთობები
ფინანსური კოორდინაცია, ბიუჯეტირება და მმართველობითი ანგარიშგება
შესყიდვები და წარმომადგენლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განაცხადის წარდგენა
განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 აგვისტო.
ძირითადი ინფორმაცია პოზიციის შესახებ:
- პოზიციის დასახელება: პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი (Programs and Operations Officer)
- უშუალო დაქვემდებარება: ასოციაციის პრეზიდენტი
- ანგარიშვალდებულია: ასოციაციის პრეზიდენტისა და სენატის წინაშე
- დაქვემდებარებული პოზიციები და აუთსორს ფუნქციები:
- სერვისების ოფიცერი;
- კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი;
- მარკეტინგისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის (PR) კოორდინატორი;
- ადმინისტრაციული, საქმიწარმოებისა და ლოგისტიკის კოორდინატორი.
- დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: 2 500 ლარი (ხელზე ასაღები)
- დამატებით პროექტებში ჩართულობისთვის ცალკე ანაზღაურებისა და წლის ბოლოს შედეგებზე დაფუძნებული ბონუსის შესაძლებლობა.
პოზიციის ზოგადი დახასიათება
პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი:
- უზრუნველყოფს ასოციაციის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამართულ მართვას;
- სტრატეგიულ მიზნებს გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებად და რეალურ შედეგებად;
- მხარს უჭერს კომიტეტების ფორმირებასა და გაძლიერებას და კოორდინაციას უწევს პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
- პარალელურად მართავს რამდენიმე პროექტსა და პროცესს, სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და იცავს შეთანხმებულ ვადებს;
- ეფექტიანად თანამშრომლობს განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებთან და კომუნიკაციას წარმართავს მკაფიოდ, საქმიანად და კონსტრუქციულად;
- აანალიზებს ინფორმაციას და დროულად ავლენს პრობლემებსა და რისკებს;
- დამოუკიდებლად მუშაობს და პასუხისმგებლობას იღებს მიღებულ შედეგებზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
პროგრამებისა და პროექტების მართვა
- ასოციაციის პროგრამების, პროექტების, კონფერენციებისა და სხვა ფორმატის ღონისძიებების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური კოორდინაცია, განხორციელება, პროგრესისა და ბიუჯეტის მონიტორინგი, შედეგების შეფასება და ანგარიშგება.
- ევროპის HR ასოციაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების კოორდინაცია.
კომიტეტების მხარდაჭერა
- კომიტეტების სამუშაო გეგმების, შეხვედრებისა და ინიციატივების საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური მხარდაჭერა;
- შეთანხმებული დავალებებისა და ვადების მონიტორინგი და კომიტეტებს, გუნდს, პრეზიდენტსა და სენატს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის უზრუნველყოფა.
გუნდისა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა
- სერვისების ოფიცრისა და კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
- ყოველდღიური ოპერაციების, შიდა პროცესებისა და გუნდებს შორის კომუნიკაციის გამართული მართვა;
- აუთსორსინგული მომსახურებების, მოწვეული ექსპერტების, კონსულტანტების, ფრილანსერების, კონტრაქტორი კომპანიებისა და მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია და შეთანხმებული პირობების, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.
წევრებთან ურთიერთობა, CRM და საწევრო პროცესების მართვა
- წევრობის განაცხადების, ახალი წევრების მიღების, წევრობის განახლებისა და შეწყვეტის პროცესების კოორდინაცია;
- CRM-ში წევრთა მონაცემების სრულად, ზუსტად და განახლებულად წარმოების მონიტორინგი;
- საწევრო გადასახადების სტატუსის მონიტორინგი და შესაბამის თანამშრომლებთან და ბუღალტრულ მომსახურებასთან კოორდინაცია;
- ასოციაციის წევრების უკუკავშირის, საჭიროებებისა და ინიციატივების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- წევრების დროული ინფორმირება და მათი კმაყოფილებისა და ჩართულობის მონიტორინგი;
- წევრობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებული რისკების დროული გაზიარება პრეზიდენტსა და სენატთან.
მარკეტინგი, PR და კომუნიკაცია
- ასოციაციის მარკეტინგული, PR და ბრენდინგთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
- შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის დროული, თანმიმდევრული და ასოციაციის ბრენდთან შესაბამისი გავრცელების უზრუნველყოფა;
- შესაბამის კომიტეტებთან, ექსპერტებთან და გარე მომსახურების მიმწოდებლებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
პარტნიორული ურთიერთობები
- პოტენციური პარტნიორების, ასევე საგრანტო, სპონსორული და სხვა სახის თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერის მოზიდვის ხელშეწყობა;
- პრეზიდენტთან, სენატთან და კომიტეტებთან შეთანხმებით პარტნიორებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
ფინანსური კოორდინაცია, ბიუჯეტირება და მმართველობითი ანგარიშგება
- ასოციაციის ბიუჯეტის მომზადებისა და მისი შესრულების მონიტორინგის კოორდინაცია;
- შემოსავლების, ხარჯების, ვალდებულებებისა და პროგრამების ბიუჯეტების მონიტორინგი და ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება;
- ბუღალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის სისწორისა და ანგარიშგების დროული მომზადების უზრუნველსაყოფად;
- პრეზიდენტისა და სენატისთვის ფინანსური მდგომარეობის, პროგრამების მიმდინარეობის, წევრების ჩართულობისა და საოპერაციო რისკების შესახებ პერიოდული მმართველობითი ანგარიშების წარდგენა.
შესყიდვები და წარმომადგენლობა
- შესყიდვების პროცესის ორგანიზება: მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- დელეგირებული უფლებამოსილებისა და ფინანსური ლიმიტების ფარგლებში ასოციაციის ინტერესების წარმოდგენა შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
- პროექტების, პროგრამების ან საოპერაციო პროცესების მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- პროექტის სრული ციკლის - დაგეგმვის, ბიუჯეტირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შედეგების შეფასების - მართვის გამოცდილება;
- გუნდის წევრების, სამუშაო ჯგუფების ან კონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაციის გამოცდილება;
- ბიუჯეტებთან, ფინანსურ მონიტორინგსა და მმართველობით ანგარიშგებასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- ქართული ენის გამართულად ფლობა ზეპირად და წერილობით;
- საოფისე პროგრამებთან, ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმებთან და პროექტების მართვის ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
- საგრანტო პროექტებთან, სპონსორებთან ან პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პროფესიულ ასოციაციაში, წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში, არასამთავრობო სექტორში ან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის წარდგენა
- დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
- CV;
- მოკლე სამოტივაციო წერილი ან რამდენიმე წინადადება, რომელშიც აღწერთ თქვენ მიერ სრული ციკლით მართულ ერთ პროექტს, მიღებულ შედეგსა და ამ პროექტში თქვენს კონკრეტულ როლს.
განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 აგვისტო.
Administration / Business Management
Project management,
Operational processes management
Information technologies
Programming/Development
Views
Unique views